ჩვენებურის "ვირტუსმა" "კრემონა" დაძაბულ ბრძოლაში - 80:78 დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა კი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "კრემონა" დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით - 80:78 დაამარცხა.

დაძაბულობა მატჩს ბოლო მეოთხედში შეემატა, როცა სტუმრებმა გვარიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მოგების რეალური შანსი ჰქონდათ. მესამე მეოთხედის წინ სანიკიძის "კანადიან სოლარი" 61:46 იგებდა და საქმეც თითქოს მოთავებული იყო, თუმცა კრემონელებმა ამერიკელი ლეგიონერის - ვონ ვაფერის წყალობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და რომ არა ბოლონიელთა მიერ ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტე, ალბათ სტუმრები იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე სანიკიძემ 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

სანიკიძე ტადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. როგორც აღვნიშნეთ, სანიკიძეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ბოლონიური გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით "კანადიან სოლარი" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "ტერამოსთან" გამართავს.

ტურის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მილანის "არმანი ჯინსს" უმასპინძლა და უშანსოდ - 60:88 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და თავისიანებს 6 ქულა შეაშველა. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მას თითო მოხსნა და დაფარებაც ჰქონდა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ მილანელებს 20 ქულა ჩაუგდო, მაგრამ თავისიანებს მაინც ვერაფერი უშველა. 4 ტურის შემდეგ დინამოელებს 2 მოგება აქვთ და მეათე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "აველინოსთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა