"ბრიუგეს" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, 56 წლის ჰოლანდიელი ადრი კოსტერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა
ევროპის ლიგაში მშვენიერი შედეგების მიუხედავად ზედიზედ 3 წაგება ("ბირმინგემი" 1:2, "კორტრიიკი" 1:2 და "გენკი" 4:5) "ბრიუგეს" ხელმძღვანელობამ "ზედმეტ ფუფუნებად" მიიჩნია და მთავარი მწვრთნელი, 56 წლის ჰოლანდიელი ადრი კოსტერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამ უქმეებზე სახელოვანი კლუბი უბრალოდ საშვილიშვილოდ შერცხვა, როცა "გენკთან" 4:2-ს იგებდა და საბოლოოდ კი დამარცხდა. კოსტერი "ბრიუგეში" 2009 წლის აპრილიდან მუშაობდა.

"ჩვენი თამაში ხშირად იწვევდა დადებით ემოციებს მაყურებელში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ზედიზედ წავაგეთ თამაშები. თანაც ბოლოს ისე დავმარცხდით, რომ უზარმაზარი უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ამბიციური კლუბისთვის ეს მიუღებელი შედეგია. გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ ძნელად მისაღები იყო, მაგრამ მთავარი იყო, რომ საჭირო ნაბიჯი დროულად გადაგვედგა. ახლა ისღა დაგვრჩენია, ახალი მწვრთნელი ვეძებოთ," - თქვა "ბრიუგეს" სპორტულმა დირექტორმა სვენ ვერმანტმა. ეს უკანასკნელი გულშემატკივარს შეიძლება "შალკეში" თამაშით ახსოვდეს.

გუნდს დროებით კოსტერის ყოფილი თანაშემწე რუდი ვერკემპინკი და დუბლების თავკაცი ფილიპ კლემანი ჩაუდგებიან სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა