მოსკოვში "კრემლის თასის" ტრიუმფატორმა სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა პეტერბურგის ტურნირის ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩთან წააგო
მოსკოვში "კრემლის თასის" ტრიუმფატორმა სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა ვერ შეძლო რუსული დუბლის შესრულება - ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩთან წააგო.

პეტერბურგის ტურნირი მეჩვიდმეტედ ჩატარდა. თავის დროზე, აქ ნათამაშები აქვთ გუსტავო კუერტენს, ანდრე აგასის, ტომას მუსტერს, ენდი მიურეის, რომელსაც ეს ტურნირი ორჯერ მოუგია.

წლევანდელი გათამაშების ადრეულ ეტაპზე არაერთი მოულოდნელობა მოხდა. პირველმა განთესილმა ჟილ სიმონმა პირველივე წრეში წააგო თანამემამულე ადრიან მანარინოსთან, ალექსანდრ დოლგოპოლოვი კი ორ პარტიაში დამარცხდა დუდი სელასთან.

რუსულ პუბლიკას მიხაილ იუჟნის იმედი ჰქონდა, მაგრამ მასპინძელმა ნახევარფინალში ვერაფერი გააწყო მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ. მეორე ნახევარფინალში იანკო ტიპსარევიჩმა გაანადგურა ალექს ბოგომოლოვი. თუმცა ამერიკელმა მაინც მაღალ დონეზე ჩაატარა ტურნირი და დაადასტურა, რომ მომავალში დევისის თასზე რუსეთის ნაკრების ღირსების დაცვას აპირებს. სხვათა შორის ამ მომენტისთვის ის რუსული ჩოგბურთის ლიდერებზე - იუჟნისა და ნიკოლაი დავიდენკოზე მაღლა დგას რეიტინგში.

ტიპსარევიჩი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ფინალს თამაშობდა. წლევანდელი სეზონის წინ სერბს არც ერთი ტიტული არ ჰქონდა კოლექციაში, ახლა კი მესამე ტრიუმფს უმიზნებდა. იანკომ ნავსი კუალა ლუმპურში გატეხა, შემდეგ მოსკოვში გაიმარჯვა და აქაც დამაჯერებლად მიაღწია ფინალამდე. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ტიპსარევიჩს დაღლილობა დაეტყო და თან ჩილიჩმა ითამაშა კარგად - 6:3, 3:6, 6:2. ხორვატმა ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველი და კარიერაში კი მეექვსე ტიტული მოიგო.

ამ კვირას ATP-ის ტურში "500" სერიის ორი ტურნირი იმართება - ვალენსიასა და ბაზელში. შვეიცარიაში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა - ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მიურეი, როჯერ ფედერერი და სხვები. ვალენსიაში განთესვის ლიდერები გახდნენ დავიდ ფერერი და ჟო-ვილფრიდ ცონგა.

St. Petersburg Open

სტ. პეტერბურგი (რუსეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 663 750 დოლარი

ფინალი

მარინ ჩილიჩი (ხორ, 4)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 2) 6:3, 3:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა