საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზონში მე-9 ტურის შემდეგ დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" ლიდერობს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზონში მე-9 ტურის მატჩების შემდეგ საპლეიოფო ექვსეულში ხუთი "ქართული გუნდიდან" ოთხიღა დარჩა.

წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობენ "კლერმონი", "ტულონი" და "აჟენი". "კასტრი," მართალია, ამჯერად დამარცხდა, ლიდერთა შორის ადგილს მაინც ინარჩუნებს. საპლეიოფო ექვსეული კი "ბრივმა" დატოვა.

გათამაშებას 35 ქულით დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" ლიდერობს, რომელიც ერთადერთი გუნდია პირველ დივიზიონში, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. "ვულკანებმა" მე-9 ტურში ბასკურ "ბიარიცს" უმასპინძლეს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

ჩვენებურის გუნდმა გასაჭირში მყოფი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მშრალი ანგარიშით 41:0 დაამარცხა. ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელიც "კლერმონის" უახლოესი მდევარი იყო, შინ მოულოდნელად წააგო პარიზულ "მეტრო რასინგთან" - 19:23. კასტრელები 53-ე წუთისთვის 19:13 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ 27 წუთში მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს, მაშინ, როცა პარიზელებმა კიდევ ათი ქულის მოგროვება შეძლეს.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. "კასტრი" ახლა 31 ქულით მე-3 ადგილზეა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა", რომელიც მოწინავეთა შორის ცდილობს დამკვიდრებას, შინ მოუგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ, ვასილ კაკოვნის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" - 18:3.

"ბრივის" ქართული სამეული ძირითად შემადგენლობაში იყო და სამივე რატომღაც ერთდროულად შეცვალეს 49-ე წუთზე. იმ დროისთვის "ბრივი" 0:9-ს აგებდა, თუმცა ქართველი პირველხაზელების შეცვლამ გუნდს დიდი ვერაფერი ხეირი მოუტანა. "ტულონმა", რომლის შემადგენლობაშიც ქუბრიაშვილი 51-ე წუთიდან გამოჩნდა, მეტოქეს კიდევ ცხრა ქულა აართვა. მასპინძლებს ყველა, თვრამეტივე ქულა ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა მოუტანა (ექვსი საჯარიმო).

"ტულონი" ახლა 28 ქულით მე-4 ადგილზეა, "ბრივი" კი საპლეიოფო ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა. ამ გუნდს 18 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

24 ქულით მე-5 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ შეძლო მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჯღენტის "მონპელიეს" დამარცხება - 18:12.

აღსანიშნავია, რომ საწყისი ათი წუთი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მე-12 წუთისთვის "მონპელიე" 6:0-ს იგებდა. თუმცა "აჟენმა" შეძლო ვითარების გამოსწორება და მეორე ტაიმში, სულაც უპირატესობას დაეუფლა.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ხუთ წუთში მოედანი ჟღენტმაც დატოვა, გორგოძემ სრულად ითამაშა, ნარიაშვილი და შეყლაშვილი განაცხადში არ იყვნენ. "მონპელიე" 14 ქულით მე-11 ადგილზეა.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონოს" გასვლითი მატჩი "ბორდოსთან" გადაიდო.

I დივიზიონი

IX ტური

კასტრი-მეტრო რასინგი 19:23, ბაიონი-პერპინიანი 18:16, კლერმონი-ბიარიცი 41:0, ტულონი-ბრივი 18:3, ტულუზი-სტად ფრანსე 18:15, აჟენი-მონპელიე 18:12, ბორდო-ლიონი (გადაიდო)

სატურნირო მდგომრეობა

1. კლერმონი - 35 ქულა, 2. ტულუზი - 32, 3. კასტრი - 31, 4. ტულონი - 28, 5. აჟენი - 24, 6. მეტრო რასინგი - 21, 7. ბრივი - 18, 8. პერპინიანი - 18, 9. სტად ფრანსე - 16, 10. ბაიონი - 15, 11. მონპელიე - 14, 12. ბორდო - 13, 13. ლიონი - 12, 14. ბიარიცი - 10.

X ტური

ბრივი-მეტრო რასინგი, ტულუზი-პერპინიანი, ბორდო-კასტრი, ლიონი-მონპელიე, ტულონი-აჟენი, სტად ფრანსე-კლერმონი, ბიარიცი-ბაიონი.

მეორე დივიზიონში მერვე ტურში შესანიშნავად იასპარეზა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", რომელმაც შინ გასკონური "ოში" დაამარცხა დიდი ანგარიშით 42:3 და ლიდერ "ოიონაქსს" წამოეწია. მენაბდიშვილის არ უთამაშია. "ალპელებს" ახლა 27 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

"ოიონქასმა", რომელიც 30 ქულით პირველ ადგილზეა, სტუმრად მოუგო თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" - 20:13. მარგველაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"პერიგო" რვა ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

აუტსაიდერთა შორისაა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკიც". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 21:28. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "ექსი" - 22:20. მაგრაქველიძე მოედანზე 43-ე წუთიდან გამოჩნდა, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" სტუმრად დამარცხდა კახაბერ კობერიძის "ალბისთან" - 6:25. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი

VIII ტური

ალბი-პო 25:6, კარკასონი-ორიაკი 28:21, გრენობლი-ოში 42:3, პერიგო-ოიონაქსი 13:20, ტარბი-ექსი 22:20, ბურგუენი-ლა როშელი 18:21, ბეზიე-ნარბონი 27:21, მონ დე მარსანი-დაქსი 15:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. ოიონაქსი - 30 ქულა, 2. გრენობლი - 27, 3. დაქსი - 26, 4. ექსი - 23, 5. ალბი - 21, 6. მონ დე მარსანი - 21, 7. კარკასონი - 19, 8. ბურგუენი - 19, 9. ლა როშელი - 18, 10. პო - 17, 11. ტარბი - 17, 12. ნარბონი - 15, 13. ოში - 14, 14. ორიაკი - 12, 15. ბეზიე - 10, 16. პერიგო - 8.

IX ტური

ოში-ბეზიე, ორიაკი-პერიგო, კარკასონი-ოიონაქსი, ლა როშელი-ნარბონი, პო-მონ დე მარსანი, ტარბი-გრენობლი, ექსი-ბურგუენი, დაქსი-ალბი.

სურათი: დავით ხინჩაგიშვილი ჯონი ვილკინსონის წინააღმდეგ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა