ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

XII ტური - განსაკუთრებული, გამორჩეული...

XII ტური - განსაკუთრებული, გამორჩეული...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიდრე მეორე წრე დაიწყებოდა, ამ სეზონში ორი ისეთი მატჩი ჩატარდა, თამაშის ხარისხითაც და სანახაობრივადაც მართლაც გამორჩეული რომ იყო: "ტორპედო"-"დინამოსა" და "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებებს ვგულისხმობთ. თუმცა, მეორე წრის დაწყებისთანავე ისეთი შეხვედრა გველოდა, წინასწარ უდიდეს ინტრიგას რომ გვპირდებოდა: "ზესტაფონი"-"ტორპედო"! "იმერული დერბისადმი" ინტერესს ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებდა, თუმცა უმთავრესი მაინც სამწვრთნელო იყო: გია გეგუჩაძე პირველად უნდა დაპირისპირებოდა თავის ყოფილ გუნდს!

არც ის მიგვაჩნდა უმნიშვნელო ფაქტად, რომ თავის ახალ გუნდთან ("ტორპედო") ერთად გეგუჩაძემ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო, ხოლო მის ყოფილ თანაშემწეს, ამჟამად კი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს უფრო ხანგრძლივი, ზედიზედ მოგებული ხუთმატჩიანი სერია ჰქონდა.

გასათვალისწინებელი იყო მეზობლების სატურნირო მდგომარეობაც: "ზესტაფონი" ამ ტურამდე მართლაც რომ "საჩემპიონო გრაფიკით" მიდიოდა და სრულიად დამსახურებულად იმყოფებოდა ცხრილის პირველ საფეხურზე; რაც შეეხება "ტორპედოს", აშკარად არასახარბიელო სტარტის მერე გუნდმა შვიდ შეხვედრაში ექვსი მოიგო, ერთი ფრედ დაამთავრა და ლიდერთა სამეულშიც დამკვიდრდა.

მოკლედ, ყველას მართლაც დიდი მოლოდინი გვქონდა და ეს მოლოდინი თითქმის 100 პროცენტით გამართლდა!

მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ კვირას ამ სეზონის, უდავოდ, გამორჩეული მატჩი ვიხილეთ და ამისათვის ორივე გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს. რაც მთავარია, თამაში არც ერთ გუნდს "არ ჩაუკეტავს", პირიქით, "ღია ფეხბურთი" შემოგვთავაზეს და ზესტაფონის სტადიონის გადაჭედილ ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებთან ერთად ტელემაყურებელიც, უდავოდ, კმაყოფილი დარჩებოდა.

ამ საინტერესო შეხვედრის დეტალურ აღწერას აღარ დავუბრუნდებით, უბრალოდ, რამდენიმე განსაკუთრებულ და გამორჩეულ ფაქტორს გვინდა ხაზი გავუსვათ. მოდი, ჯერ ის ვთქვათ, ბევრად უფრო გამოცდილმა გია გეგუჩაძემ თავის ახალგაზრდა კოლეგას "ტაქტიკური დუელი" რომ მოუგო; ვინმემ, შესაძლოა, 31 წლის დავით დიღმელაშვილის გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი "შემთხვევითობას" (უფრო ზუსტად, მასპინძელთა მეკარის შეცდომას) დააბრალოს, მაგრამ, აბა, გავიხსენოთ, თუ რამდენი სწრაფი და სახიფათო შეტევა განახორციელა "ტორპედომ" 90 წუთის განმავლობაში? აღარაფერს ვამბობთ გეგუჩაძის მიერ განხორციელებულ მართლაც გონივრულ და ეფექტიან შეცვლებზე: ორი სწრაფი და ენერგიული ახალგაზრდა ფეხბურთელის, 20 წლის ნიკოლოზ საბანაძისა და 21 წლის გივი იოსელიანის მოედანზე გამოჩენით სტუმრებს უმწვავესი კონტრშეტევების განხორციელების საშულება მიეცათ.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ზესტაფონმაც" ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა (განსაკუთრებით, პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში) და არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, 23 წლის თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა; აღარაფერს ვამბობთ "ტორპედოს" 27 წლის მეკარის ომარ მიგინეიშვილის უკვე მერამდენე შთამბეჭდავ მატჩზე!

კიდევ ერთი, თანაც არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი: მთლიანობაში, "ზესტაფონი" ბევრად უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში "სწორი" და ორგანიზებული თამაშითაც შესაძლებელია ძლიერი მეტოქის დამარცხება, რაც "ტორპედომ" შეძლო კიდეც.

ამ წარმატებით კი გია გეგუჩაძის ახალი გუნდი ფრიად კომფორტულ მეორე ადგილზე "წამოსკუპდა" ("დინამოსთან" უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში აქვს) და შესაძლოა, ვინმესთვის ნაადრევი, მაგრამ მაინც საჩემპიონო "განაცხადიც" გააკეთა!

ამ თვეში მატჩები გველოდება, თქვენი მოწონებული - ჯერ "დინამო"-"ტორპედოა" (20 ნოემბერს), ერთი კვირის შემდეგ კი - "ზესტაფონი"-"დინამო"!..

ბოლოს, ამ მატჩთან დაკავშირებული კიდევ ერთ და მართლაც განსაკუთრებული ფაქტორზეც: მშვენიერი მატჩი რომ გამოვიდა, ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა უდიდესი დამსახურებაა; თუმცა, არანაკლები წვლილი შეიტანა ამ საქმეში გულშემატკივარმაც! ასეთი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებას, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის თან ახლავს ხოლმე ტრიბუნებზე (მის გარეთაც) უწესრიგობა თუ "საქმეების გარჩევა"; ბოლოს და ბოლოს, წინა სეზონი არ იყო, ამავე გუნდების სათასო დაპირისპირების დროს როგორი არასასიამოვნო ამბები რომ მოხდა?

საბედნიეროდ, ამჯერად მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არაფერი მომხდარა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივ ქომაგთა თუ წესრიგის დამცველთა შესაშური მოქცევაც უნდა აღინიშნოს. ისე, ურიგო ჟესტი არც "ტორპედოს" ხელმძღვანელებს გაუკეთებიათ - 90 წუთის განმავლობაში მატჩს საპატიო სტუმართათვის განკუთვნილი ვიპ-ლოჟის ნაცვლად ტრიბუნებიდან, ქუთათური ქომაგების გარემოცვაში რომ ადევნებდნენ თვალს.

საჭირო და... არასაჭირო მატჩები

ტურის ცენტრალურმა და მართლაც გამორჩეულმა შეხვედრამ სხვა დანარჩენი მატჩები "ჩრდილში მოაქცია", არადა რამდენიმე გამორჩეული ფაქტი სხვაგანაც მოხდა; ბოლოს და ბოლოს, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის "სიონმა": ახალგაზრდა მწვრთნელის, ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "ბაიას" კარში ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს და დამსახურებული მოგებაც მიითვალეს.

თანაც, ზედიზედ მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს "სიონის" მარცხენა გარემარბი 25 წლის გიორგი ქუცურუა და ამას სამივეჯერ სტანდარტულების ზუსტად შესრულებით ახერხებს: "კოლხეთსა" და "მეტალურგს" საჯარიმო დარტყმებით გაუტანა, "ბაიასთან" კი პენალტი შეასრულა ზუსტად. "სიონის" მიერ "ბაიას" ძლევა შესაძლოა, საქართველოში გაუკვირდა ვინმეს, აი... ევროპაში კი, თურმე ასე არ ფიქრობდნენ; ყოველ შემთხვევაში ევროპის წამყვან საბუქმეიქერო კანტორებში მატჩის დღეს "სიონის" მოგებაზე ფსონი "არანორმალური" სისწრაფით მცირდებოდა.

ბევრისთვის მოულოდნელი იყო "მეტალურგის" მარცხიც - რუსთაველებმა "დანამოსთან" შთამბეჭდავი გამარჯვების მერე სამ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულის მოპოვება მოახერხეს. თუმცა, მეორე ეტაპისათვის ამ დაკარგულმა ქულებმა დიდი ალბათობით, შესაძლოა არც არაფერზე იმოქმედოს: "სიონს" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ერთობ გაუჭირდება, "კოლხეთსაც" დიდი ბრძოლა მოუწევს და როგორც ადრე აღვნიშნეთ, პირველი ეტაპის ბოლომდე ფავორიტებისაგან კვლავაც უნდა ველოდოთ "არასაჭირო" მატჩებში ქულების "დაკარგვას". თუმცა, ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოსდა იმას ვამტკიცებდეთ, რომ "ბაიამ" და "მეტალურგმა" ბოლო ტურში მატჩები "შეგნებულად" დათმეს; ბოლოს და ბოლოს, ორივე გუნდს ხომ საკმარისზე მეტად მოტივირებული მეტოქეები ჰყავდათ და ეგაც რომ არ იყოს, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ჩასატარებელ მატჩებში მუდამ წარმატებული თამაშიც მართლაც ძნელია.

"დინამოსთვის" და ამ გუნდის ესპანელი თავკაცისათვის პირველი ეტაპის ბოლომდე "საჭირო" თუ "არასაჭირო" მატჩები არ იარსებებს: აღარ გვინდა გავიმეოროთ, თუ როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება ალექს გარსია; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, "ზემოდან" შეფუცხუნებამაც რომ სასიკეთოდ იმოქმედა: "დინამომ" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო მშრალი ანგარიშით და ორივე მატჩში მეტოქეთა კარში გოლები მხოლოდ და მხოლოდ გარსიას თანამემამულე ფეხბურთელებს გაჰქონდათ (31 წლის ჩისკომ და 23 წლის კოტომ ორ-ორი ბურთი გაიტანეს, ერთიც 28 წლის ალვარომ).

P.S. გასულ ტურში ორი ისეთი მატჩიც იყო, გუნდი მოედანზე ახალმა მწვრთნელმა რომ გამოიყვანა - რამაზ სოღოლაშვილმა ("დილა") და დავით მახარაძემ ("კოლხეთი"); თუმცა XXIII ჩემპიონატში სამწვრთნელო გადაადგილებები ხომ უკვე ჩვეულებრივ და ლამის ყოველდღიურ ამბად იქცეს. ისე კი, ტურიდან-ტურამდე მცირდება იმ მწვრთნელთა რიცხვი, სეზონის დაწყებიდან დღემდე ერთსა და იგივე გუნდში რომ აგრძელებენ მუშაობას; აი, ისინიც, კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან ჯერჯერობით უდიდესი ნდობით რომ სარგებლობენ: ალექს გარსია ("დინამო"), ელგუჯა ქომეთიანი ("ბაია"), მალხაზ ჟვანია, ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია")...

XII ტურის სიმბოლური ნაკრები

მიგინეიშვილი (ტორპედო), გამეზარდაშვილი (3, ტორპედო), ს. თოდუა (ტორპედო), იოსელიანი (ტორპედო), გ დათუნაიშვილი (3, ტორპედო), ალვარო (3, დინამო), ახალკაცი (დილა), დიღმელაშვილი (ტორპედო), ე.გრიგალაშვილი (2, მერანი), კოტო (დინამო), ზაქრაძე (ვიტ ჯორჯია).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (ტორპედო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს