საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრების - მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის "გრან კანარიამ" მადრიდის "რეალთან" წააგო
საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრების - მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში მადრიდის "რეალთან" წააგო.

კანარიელებმა სამეფო კლუბი კუნძულზე მიიღეს და დიდ წინააღმდეგობა გაუწიეს. საბოლოოდ მადრიდელებმა 68:60 იმარჯვეს.

სასტარტო ხუთეულში ჰეინსის ნაცვლად ამჯერად გრინმა ითამაშა. თუმცა საბოლოოდ მოედანზე მეტი დრო მაინც ჰეინსმა გაატარა. 23 წუთში მარკიზმა 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 9 ორქულიანიდან 2, 7 სამიანიდან 2 და 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო.

გრინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და 3 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. მან ერთადერთი ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი აუცდა. კანარიელთაგან ბომბარდირი 15 ქულით მიშელ ბრამოსი გახდა. გამარჯვებულთაგან კი ყველაზე მეტი, 14 ქულა, რუდი ფერნანდესს დაუგროვდა.

1 მოგებითა და 4 მარცხით "გრან კანარია"' ლიგაში ბოლო ადგილს იყოფს "მურსიასთან" ერთად. მომდევნო შეხვედრას კანარიელები 6 ნოემბერს სტუმრად "ალიკანტესთან" ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა