ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალგაზრდები, ვეტერანები, გოლები, გაძევება და სეივები

ახალგაზრდები, ვეტერანები, გოლები, გაძევება და სეივები

"ვიტესს" ჭანტურია დაუბრუნდა, მაკარიძე "ლე მანში" საიმედოა, 40 წლის თარხნიშვილი კი "შერიფის" სასტარტოშია
უკრაინის ჩემპიონატის გასული ტური წარუმატებელი გამოდგა ჯაბა ლიპარტიასთვის. მისი "ზარია" შინ ლუცკის "ვოლინთან" 0:2 დამარცხდა, ლიპარტიასთვის კი ყველაზე მწარე ის არის, რომ უკვე მე-5 წუთზე მეტოქის მეკარესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

მატჩი სრულად ჩაატარა "კრივბასის" მცველმა უჩა ლობჟანიძემ, რომლის გუნდმაც კიევში "არსენალთან" 0:2 წააგო. "ტავრიამ" საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოსთან" 0:0-ს მიაღწია, თუმცა ამაში წვლილი არ შეუტანია სიმფეროპოლელთა ვეტერან ფორვარდ ვასილ გიგიაძეს, რომელიც თავიდან ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ლევან კობიაშვილის, გიორგი შაშიაშვილისა და გიორგი ნერგაძის გოლებზე "ლელოს" გუშინდელ ნომერში შედარებით ვრცლად გიამბეთ; გამცნეთ ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატში გოლით გამოიჩინა თავი გიორგი მერებაშვილმა. მან "სპარტაკ სუბოტიცას" კარი დალაშქრა და მერებაშვილის "ვოივოდინა" შინ 1:1-ს დასჯერდა. გუნდის ქართველმა ლიდერმა 75-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

აზერბაიჯანში ილია კანდელაკმა გაიტანა, რომლის "ინტერმაც" სტუმრად "რავანს" 2:1 სძლია. ქართველმა მცველმა 44-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. კანდელაკის გარდა, ბაქოური კლუბის ძირითადში გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ბაჩანა ცხადაძემ ითამაშეს.

შოთა არველაძის "ქაისერისფორის" მარცხი გასაკვირი ნამდვილად არ იყო - ქაისერელები ხომ შინ "გალათასარაისთან" 0:2 დამარცხდნენ. ზურაბ ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ "ვიტესის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ჭანტურია, რომელიც სტუმრად "გრააფსხაპთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე პირველიდან 88-ე წუთამდე იყო.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "ლე მანმა" "ბულონს" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა "ლე მანის" ძირითადში მყარად დამკვიდრებულმა გიორგი მაკარიძემ. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

აღსანიშნავია, რომ "შერიფის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებს 40 წლის ვაჟა თარხნიშვილი. მან კიშიონიოვში "ზიმბრუსთან" პრინციპული მატჩი სრულად ჩაატარა, "შერიფმა" კი 1:0 მოიგო, 14 ტურის შემდეგ მოლდოვის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უმთავრეს კონკურენტ "დაჩიას" ერთი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა