ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იქნება მეჩვიდმეტე სლემი?

იქნება მეჩვიდმეტე სლემი?

ამერიკელი საჩოგბურთო ანალიტიკოსი დუგლას პერი საკუთარ ბლოგში აფასებს როჯერ ფედერერის შანსებს "დიდი სლემის" მოგებაზე
ამერიკელი საჩოგბურთო ანალიტიკოსი დუგლას პერი საკუთარ ბლოგში აფასებს შვეიცარიელი როჯერ ფედერერის შანსებს "დიდი სლემის" მე-17 ტიტულის მოგებაზე.

"როჯერ ფედერერის კარიერაში რამდენიმე გარდამტეხი მომენტი ყოფილა - დაწყებული 2001 წლის უიმბლდონზე პიტ სამპარსის დამარცხებით და გაგრძელებული 2008 წელს ამავე ტურნირის ფინალში რაფაელ ნადალთან წაგებით. შემდეგ იყო 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ენდი მიურეიზე ტრიუმფი.

სინამდვილეში, ისევ როგორც ბევრი სხვა მოთამაშის, როჯერის კარიერაც აღზევებისა და დაცემის პერიოდებისგან შედგება. მაგრამ სხვა ბევრისგან განსხვავებით, შვეიცარიელს არ ჰქონია აშკარა ჩავარდნა (მაგალითად, ფედერერს არასოდეს წაუგია უიმბლდონის მეორე წრეში ჟორჟ ბასტლის დონის ჩოგბურთელთან და არ ჩავარდნილა ფსიქოლოგიურ ორმოში ისე, როგორც ეს ანდრე აგასის ემართებოდა).

შესაძლოა, როჯერისთვის დასასრულის დასაწყისი იყოს 2011 წელს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგება. ფედერერი სეტებში 2:0-ს იგებდა, საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლი ჰქონდა - და საბოლოოდ, 30 წლის ლეგენდა თავჩაქინდრული მივიდა ბადესთან და სახეგაბადრულ ჯოკოვიჩს ხელი ჩამოართვა. ბედის ასეთი დარტყმა რთული გადასატანია თუნდაც მორალურად ისეთი გაწონასწორებული სპორტსმენისთვის, როგორიც შვეიცარიელი გახლავთ.

მაშ ასე, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მომავალში როჯერ ფედერერის ფანებს?

2010 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ ფედერერი იმედიანად იყურებოდა წინ და "დიდი სლემის" ტიტულების რაოდენობის ოცამდე აყვანას აპირებდა. დღეს ამის წარმოდგენა ძნელად თუ შეიძლება. საკითხს ასე თუ დავსვამთ: შეძლებს თუ არა "დიდი

სლემის" რიგით მე-17 ტიტულის მოგებას?

ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ფედერერმა წელს ორჯერ ითამაშა ნახევარფინალში და ერთხელ ფინალშიც გავიდა. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ეს შედეგები არ არის გამორჩეული. ნებისმიერი საშუალო დონის მოთამაშისთვის "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში გასვლა კარიერის მწვერვალი იქნებოდა (გაიხსენეთ რობი ჯინეპრის წარმატება 2005 წელს აშშ-ის ღიაზე ან ამავე ტურნირზე 2002 წელს სიენგ შალკენის გარღვევა). დიადი ჩოგბურთელისთვის კი ეს ჩვეულებრივი საქმეა. აქედან დასკვნა: "დიდი სლემის" ტურნირზე მეორე კვირაში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ასაკოვანი ჩოგბურთელი მზად არის ტიტულის მოსაპოვებლად.

ამის მაგალითიც არსებობს: ჯონ მაკინროის გამოსვლა, რომელიც 30 წლის ასაკში უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა, 31 წლისამ კი ამავე ეტაპზე ითამაშა აშშ-ის ღია პირველობაზე, მაგრამ ამასთან, მაინც არ განიხილებოდა გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად. დიახ, ის ძველებურად ძლიერი იყო ტურის დანარჩენ მონაწილეთა უმრავლესობაზე, მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები უკვე წინ იყვნენ წასული. ასე რომ, 30 წლის ასაკი ერთგვარი რუბიკონია პროფესიონალი მოთამაშისთვის და ეს წესი დღემდე მოქმედებს.

ერთ-ერთმა უკანასკნელმა ეს სქემა ანდრე აგასიმ დაარღვია, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე და ერთხელ რომის მასტერსზე მაშინ, როცა 30 წელს იყო გადაცილებული. რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ეპარება აგასის სიდიადეში, მაგრამ მისი გვიანი წარმატებების მიზეზი ფიზიკურ მომზადებაში არ უნდა ვეძებოთ. დიახ, მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მწვერვალზე დაბრუნებულიყო, სწრაფად აუღო ალღო თამაშის ცვლილებას და ფიზიკური კონდიციებიც აკრიფა. მიუხედავად ამისა, ანდრეს ძალიან დაეხმარა ჩოგბურთში თაობათა ცვლა. სამპრასის ეპოქა (რომელსაც ეკუთვნოდა აგასი) დასასრულს მიუახლოვდა, ფედერერის ეპოქა კი ჯერ დაწყებული არ იყო.

მხედველობაში მყავს მარსელო რიოსის, ტიმ ჰენმანის, მარკ ფილიპუსისის დონის მოთამაშეები. როგორც წესი, ვარსკვლავების ახალი თაობა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ჩნდება, ე. წ. "საშუალედო ეპოქაში" კი ჩნდებიან კარგი, მაგრამ არა დიადი ჩოგბურთელები. სწორედ ამიტომაც, მაშინ აგასისთვის უფრო იოლი იყო მწვერვალზე ასვლა, ვიდრე დღეს ფედერერისთვის.

ფედერერის უკან მყოფმა თაობამ წინ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. შესაძლოა, ეს იყოს ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო პლეადა (თუ მიურეი მოიგებს "დიდი სლემის" ტურნირს; თუ დელ პოტრო სტაბილურობას მოიპოვებს; თუ რობინ სიოდერლინგი სერიოზულად გააძლიერებს თამაშს)...

გამოდის, რომ შვეიცარიელს ძალიან გაუჭირდება "დიდი სლემის" მე-17 ტურნირის მოგება. მაგრამ, პრინციპში, ყველაფერი მის ხელშია - ის ხომ მაინც როჯერ ფედერერია. და თუ როჯერი შეძლებს ამის გაკეთებას, მასზე ლეგენდებს შეთხზავენ. ბაბუები შვილიშვილებს მოუყვებიან, როგორ გაიღვიძა ბებერმა ლომმა და ჩასაფრებულ მონადირეს დაანახა, ვინ არის ჯუნგლების ბატონ-პატრონი. ასე იყო 1970 წელს, როცა ჯონი იუნიტასმა სუპერბოულში გაამარჯვებინა თავის გუნდს, როცა 1988 წელს დიადმა ბეისბოლისტმა კირკ გიბსონმა მსოფლიოს სერია მოიგო... ფედერერის დაბრუნება კიდევ უფრო ხმაურიანი იქნება, ვიდრე ამერიკული სპორტის მაგალითები, რადგან შვეიცარიელს არ ექნება პარტნიორების იმედი - მან ყველაფერი მარტომ უნდა გადაწყვიტოს".

ჯოკო: დაუმარცხებელი არ ვარ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ამ კვირას ექვსკვრიანი შესვენების შემდეგ ბაზელში უბრუნდება პროფესიულ ტურს, მიიჩნევს, რომ აშშ-ის ღიაზე მიღებულმა ტრავმამ მასზე დადებითად იმოქმედა.

"არაჩვეულებრივი მიღწევაა ის, რომ როლან გაროსამდე არც ერთი მატჩი არ მქონდა წაგებული. ამით ძალიან ვამაყობ, მაგრამ ვიცი, რა ძალისხმევად დამიჯდა ეს. ყოველთვის მჯეროდა, რომ საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში შევძლებდი საუკეთესო გავმხდარიყავი და ეს მომენტი დადგა. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია საკუთარი თავი დაუმარცხებელ ჩოგბურთელად. ჩემი მოგებათა სერია - ძალების სწორად გადანაწილებისა და საკუთარ თავში დამაჯერებლობის დამსახურებაა", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

"რა თქმა უნდა, ტრავმა არასოდეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამ დაზიანების წყალობით შევძელი დასვენება და ძალების აღდგენა. ასი პროცენტით მზად არ ვარ და ვერ გპირდებით, რომ ბაზელში ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შევეცდები გამარჯვებას", - ამბობს 24 წლის სერბი ჩოგბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ