პროფესიული საჩოგბურთო ტურნირების პარალელურად, ვეტერანი ჩოგბურთელები სპეციალურად მათთვის შექმნილ სერიაში იღებენ მონაწილეობას
პროფესიული საჩოგბურთო ტურნირების პარალელურად, ვეტერანი ჩოგბურთელები სპეციალურად მათთვის შექმნილ სერიაში იღებენ მონაწილეობას. წარსულში ცნობილ მოთამაშეებს საკუთარი რეიტინგიც გააჩნიათ, რომელშიც გასულ კვირას ცვლილება მოხდა - ვეტერანებს შორის ახალი პირველი ნომერი გახდა ესპანელი კარლოს მოია. მან ეს სტატუსი ავსტრალიელ მარკ ფილიპუსისს ჩამოართვა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ვეტერანთა სერიის მორიგი ტურნირი მოიგო. ესპანელმა ფინალში მაროკოელი იუნეს ელ აინაუი დაამარცხა. ეს უკანასკნელი ტურნირის მთავარი სენსაცია გახდა - ჯგუფში რუს მარატ საფინსა და ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასს მოუგო, მაგრამ ფინალში ვერაფერი გააწყო მოიას წინააღმდეგ.

ფინალის პირველი სეტი კარლოსმა იოლად მოიგო - 6:2, სამაგიეროდ, მეორე პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. შემოკლებულ გეიმშიც დაძაბული ბრძოლა იყო და მოიამ 6:6-ზე ზედიზედ ორი ქულის აღებით პარტია და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2, 7:6.

ჩენგდუს ტურნირამდე მოიამ სან პაულუსა და ნოუკ-ჰაისტში იმარჯვა და ამან ვეტერანთა ტურის საუკეთესო ჩოგბურთელის სახელი მოუტანა.

ასევე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი პიტ სამპრასსა და შვედ ტომას ენკვისტს შორის. ასაკში სოლიდური სხვაობის მიუხედავად, ამერიკელმა 52 წუთში მოუგო სკანდინავიელს - 6:4, 6:4.

ახლა ვეტერანთა ტური ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გადაინაცვლებს, დასკვნითი ტურნირი კი ლონდონში 30 ნოემბერს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა