გასულ უიქ ენდზე ფორმულა 1-ის რბოლის პარალელურად, მარტინსვილში ნასკარის სერიის მორიგი ეტაპი გაიმართა
გასულ უიქ ენდზე ფორმულა 1-ის რბოლის პარალელურად, მარტინსვილში ნასკარის სერიის მორიგი ეტაპი გაიმართა.

ამ სერიის ყველაზე პატარა და ყველაზე ძველ ტრეკზე პოულიდან სტარტი საერთო ჩათვლის ლიდერმა კარლ ედვარდსმა აიღო.

როგორც წესი, ნასკარის რბოლებში ავარიები ჩვეულებრივი მოვლენაა. პირველად სტიუარდებმა ყვითელი დროშები მერვე წრეზე ააფრიალეს, როცა ერთმანეთს შეეჯახნენ კურტ ბუში და დეილ ერნჰარდტ-უმცროსი. მათ შორის ავარიის გამო კიდევ რამდენიმე პილოტი დაზარალდა - ჯამში, ამ ინციდენტში რვა ავტომრბოლმა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი დაზარალებული ბრაიან ვიკერსი იყო, რომელიც 85-ე წრეზე კიდევ ერთხელ მოხვდა ავარიაში. მან კედელს მიაჯახა ჯეიმი მაკმიურეი. ამ ავარიის შემდეგ ვიკერსმა შეძლო რბოლის გაგრძელება, მაკმიურეისთვის კი ეს ეტაპი დასრულებული იყო.

464-ე წრეზე კონტაქტი იყო საერთო ჩათვლის ერთ-ერთი ლიდერის - მეტ კენსეტისა და კაილ ბუშის მანქანებს შორის. ამ ავარიაში ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოიაც იქნა ჩათრეული. ინციდენტის ინიციატორები სერიოზულად დაზარალდნენ. კენსეტმა 31-ე ადგილზე დაასრულა რბოლა, ბუშმა - 27-ზე.

რბოლის ბედი კი ფინიშამდე სამი წრით ადრე გაირკვა. მორიგი რესტარტის შემდეგ ტონი სტიუარტმა ნასკარის სერიის ხუთგზის ჩემპიონს ჯიმი ჯონსონს აჯობა და მარტინსვილის ეტაპის გამარჯვებული გახდა.

ახლა სტიუარტი მეორე ადგილზეა საერთო ჩათვლაში და 19 ქულით ჩამორჩება კარლ ედვარდსს. ნასკარის სერიის დასრულებამდე სამი ეტაპის დარჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"