ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 47 წლის რომარიო ფიფასადმი ნეიტრალურად განწყობილი არასოდეს ყოფილა
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 47 წლის რომარიო ფიფასადმი ნეიტრალურად განწყობილი არასოდეს ყოფილა. ხშირად მოგვისმენია მისი კრიტიკული მოსაზრებები მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შესახებ.

მის არგუმენტებს რიგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაეთანხმოს, შეიძლება - არა, მაგრამ ის, რის გამოც მან ასოცოაციას ამჟამად შეუტია, ჩვენი აზრით, სრულიად სამართლიანია. ფიფაში შეიმუშავეს წესები 2014 წელს ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კომერციული უფლებების, ბილეთებისა და ალკოჰოლის გაყიდვის შესახებ. ეს უკანასკნელი წესი კონფედერაციათა თასის გათამაშებასაც ეხება.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის კანონმდებლობა კრძალავს სპორტული ტურნირების მიმდინარეობისას არენებზე ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობას. ამას გარდა სტუდენტებსა და პენსიონერებს საშუალებას აძლევს ბილეთები ნახევარ ფასად შეიძინონ. თუკი ფიფამ ახალი წესები დაამტკიცა, ის ჩემპიონატის სპონსორებს დაუბრკოლებლად მისცემს ალკოჰოლით ვაჭრობის უფლებას სადაც კი გაუხარდებათ.

მეტიც, ფიფამ შეიძლება ტანსაცმლის კონკრეტული ატრიბუტებით სტადიონებზე მოხვედრაც კი აკრძალოს, თუკი სპონსორი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ის მიუღებელია მათთვის წარმატებული მარკეტინგული კამპანიის ჩასატარებლად. ბუნებრივია ფიფა გააკონტროლებს ასევე ბილეთების გაყიდვასაც. რომარიო სააგენტო “ასოშიეიტედ პრესს” გაესაუბრა და განუცხადა, რომ მისი აზრით, აღნიშნული ორგანიზაცია თავის თავს მეტისმეტის უფლებას აძლევს, რაც დაუშვებელი უნდა იყოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ლეგენდარული ფეხბურთელი მოუწოდებს ფიფას მაღალჩინოსნებს, რომ ამ წესებს მხარი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა