ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოთამაშეთა პროფკავშირების რიგებში გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა
ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოთამაშეთა პროფკავშირების რიგებში გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა.

როგორც იცით, პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი ჯიუტად ითხოვს კალათბურთელებისთვის ლიგის საერთო მოგების 52%-იან წილს. ასეთი პოზიცია არ აწყობთ კლუბების მფლობელებს და მათ აზრს უკვე კალათბურთელთა გარკვეული ჯგუფიც შეუერთდა.

"ამ მომენტისთვის ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი ბილი ჰანტერსა და დერეკ ფიშერს შორის. წინა შეხვედრაზე ბილიმ უბრალოდ თქვა 52% და დატოვა სხდომა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. მოვიდა დრო, გადაწყვეტილება მოთამაშეებმა მიიღონ. ჩვენ არ გვინდა უფრო მეტის დაკარგვა", - ამბობს ერთ-ერთი კალათბურთელი Yahoo! Sports-თან კომენტარში.

ამ ინკოგნიტო მოთამაშის პოზიცია გასაგებია, თუ მხედველობაში მივიღებთ NBA-ის კომისრის დევიდ სტერნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი შეიძლება ისეთი მომგებიანი აღარ იყოს მოთამაშეებისთვის.

"მე მჯერა, რომ გუნდების უმრავლესობა მზად არის ხელშეკრულების მისაღებად. ამ მომენტისთვის მფლობელები ხელშეკრულების ახალ ვარიანტზე ფიქრობენ. თუ კალათბურთელები უარს იტყვიან წინა ვერსიაზე, მაშინ ახალი ხელშეკრულების პირობები ისეთი მომგებიანი აღარ იქნება", - ამბობს სტერნი "ნიუ იორკ თაიმსთან" კომენტარში.

ამასობაში, დაპირისპირებულმა მხარეებმა ისევ მოისურვეს დამოუკიდებელი შუამავლის დახმარებით მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ ჯორჯ კოენმა, რომელიც ორი კვირის წინ ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, ამჯერად უარი განაცხადა მომრიგებლის როლზე.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შექმნილმა სიტუაციამ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს თავის საყვარელ გასართობზე ააღებინა ხელი. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გოლფში "პრეზიდენტის თასზე" გამოსვლას აპირებდა, უფრო მეტიც - ჯორდანი აშშ-ის ნაკრების ვიცე-კაპიტნად და ტურნირის ელჩად იყო არჩეული. მან სან ფრანცისკოში ანალოგიურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ახლა მელბურნში იყო მიწვეული, სადაც "პრეზიდენტის თასი" 17-20 ნოემბერს გათამაშდება. მაგრამ მაიკლმა გადაიფიქრა ავსტრალიაში გამგზავრება.

ჯორდანმა, რომელიც "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი გახლავთ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ სიტუაციაში აუცილებელია ქვეყანაში დარჩეს: "იმის გათვალისწინებით, რომ NBA-ში სიტუაცია გაურკვეველი რჩება, როგორც "შარლოტის" მფლობელი მივიჩნევ, რომ მე აქ უნდა დავრჩე".

აღსანიშნავია, რომ ჯორდანი პირველად არ მონაწილეობს გოლფის პროფესიულ ტურნირებში საპატიო სტუმრის სტატუსით. აშშ-ის ნაკრების ლიდერმა ფრედ კაპლზმა უკვე გამოთქვა სინანული ჯორდანის უარის გამო, რადგან მისი ლიდერის თვისებები გუნდს მორალური სულის ამაღლებაში დაეხმარებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა