ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, "ფლემინგტონის" იპოდრომზე 151-წლიანი ისტორიის მქონე დოღი - "მელბურნ ქაფი" გაიმართა
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, "ფლემინგტონის" იპოდრომზე 151-წლიანი ისტორიის მქონე დოღი გაიმართა, რომლის სახელწოდებაა - "მელბურნ ქაფი". ეს გახლავთ ავსტრალიის ტერიტორიაზე ყველაზე პრესტიჟული დოღი და წელს აქ 6 175 000 ამერიკული დოლარი გათამაშდა.

დოღში 23 ცხენი იღებდა მონაწილეობას. სხვათა შორის, წელს მელბურნის თასზე რეკორდი დამყარდა - სტარტზე 13 უცხოური ცხენი გავიდა.

ფავორიტი შარშანდელი ჩემპიონი - "ამერიკენი" იყო. ბუკმეიკერებმა ხუთი ერთთან შეაფასეს მისი შანსები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფრანგული ცხენი შარშანდელთან შედარებით სამნახევარი კილოგრამით დამძიმებული იყო. საბოლოოდ "ამერიკენი" მეოთხე ადგილზე გავიდა.

დოღს კარგა ხანი ლიდერობდა გერმანული ცხენი "ილიო", რომელზეც მელბურნის თასის ორგზის მფლობელი ჟოკეი ჯიმ კესიდი იჯდა. მაგრამ უკეთესი ფინიში ფრანგულ "დუნადენსა" და ინგლისურ "რედ კადოს" გამოუვიდათ. "დუნადენი" ფავორიტებს შორის განიხილებოდა - მისი კოეფიციენტი 8/1-თან იყო, "რედ კადოს" კი ასეთ სტატუსს არ ანიჭებდნენ და ბუკმეიკერები მის შანსებს 30/1-თან აფასებდნენ.

"დუნადენი" და "რედ კადო" ფინიშთან თითქმის ერთად მივიდნენ და ფოტოფინიშმა "დუნადენის" გამარჯვება დააფიქსირა, რამაც ძალიან გაახარა მისი ჟოკეი კრისტოფ ლემერი. მესამე იყო გერმანული ცხენი "ლუკას კრანახი", სულ კი პირველი შვიდი ადგილი უცხოურმა ცხენებმა დაისაკუთრეს.

"დუნადენისთვის" ეს იყო 28-ე სტარტი კარიერაში და მერვე გამარჯვება. ფრანგულმა ცხენმა ამ ტრიუმფისთვის 3 600 000 ამერიკული დოლარი მოიპოვა. ავსტრალიური დოღის წესებით ამ თანხის 85 % ცხენის მფლობელ შეიხ ფაჰად ალ-თანის ეკუთვნის, 10 %-ს მიიღებს მწვრთნელი მიკელ დელზანგლი, ხოლო 5 % ეკუთვნის ჟოკეის კრისტოფ ლემერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა