უკრაინაში პოპულარული ქართველი ნახევარმცველი "ვარსკლავური სენით" დაავადებას გამორიცხავს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" 22 წლის ნახევარმცველის, დავით თარგამაძისადმი დიდი ინტერესი არამხოლოდ ჩვენ ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ "ოლექსანდრია" თავის ჩემპიონატში ვარსკლავებს არ წყვეტს, მისი ქართველი ლიდერი უკრაინაში ყურადღების ცენტრშია და როგორც ჩანს, უკვე იმასაც შიშობენ, "ვარსკლავური სენით" არ დაავადდესო.

ახლახან საფეხბურთო კლუბ "ოლექსანდრიას" ოფიციალურმა საიტმა ნახევარმცველთან ინტერვიუ მოამზადა, სადაც ჩვენებურმა თავის სანაკრებო დებიუტსა და უკრაინის ჩემპიონატში თავისი გუნდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

- დავით, როგორ მოხდა შენი საქართველოს ეროვნულ გუნდში მიწვევა?

- თავდაპირველად ტელეფონით თემურ ქეცბაია დამიკავშირდა, შემდეგ კი კლუბში ოფიციალური წერილი მოვიდა.

- შენი სანაკრებო დებიუტი პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. როგორ შეაფასებ იმ თამაშში საკუთარ გარჯას?

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაკრების ყველა მოთამაშე მხარში მედგა, რადგან იცოდნენ, რომ ეროვნული გუნდის მაისურით ეს ჩემი პირველი თამაში იყო. მართალია დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, დებიუტი შედგა.

- უკვე მომდევნო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთად წარსდექი. ამ თამაშში შეტევის ერთერთი ლიდერი იყავი და გოლიც გაიტანე. ხომ არ ფიქრობ, რომ ტრავმა განზრახ მოგაყენეს, თუ უბრალოდ, სათამაშო ეპიზოდი იყო?

- ამ თამაშზე ყველა ჩემი ნათესავი მოვიდა, რათა ჩემთვის და გუნდისთვის მხარი დაეჭირა. ამიტომ, ძალიან მონდომებული ვიყავი. მინდოდა, ჩემი საუკეთესო თვისებები მეჩვენებინა.

რაც შეეხება ტრავმას, ვფიქრობ, რომ ეს წმინდა სათამაშო ეპიზოდი იყო, თუმცა დარტყმაც იყო. ამის შემდეგ მოედანი დავტოვე და მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს. ექიმმა მითხრა, რომ პრობლემა კოჭთან იყო დაკავშირებული. თაბაშირი გამიკეთეს, რომელიც 2 კვირა ვატარე.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაკრების ექიმი მეთვალყურეობდა. მან მითხრა, რომ გამოჯანმრთელებას 2-3 კვირა დასჭირდებოდა, რის შემდეგაც ვარჯიშის განახლებას შევძლებდი.

- კლუბში "შახტართან" მატჩის დროს დაუბრუნდი. როგორ შეაფასებდი შენი გუნდის თამაშს?

- პირველი 20 წუთი განსაკუთრებით მძიმე იყო. ორი დასანანი გოლი გავუშვით, შემდეგ კი გავიტანეთ. ამან თავდაჯერებული გაგვხადა და შემდეგ უკვე კარგად ვთამაშობდით.

ბიჭებმა 2 გოლი გაუტანეს "შახტარს" - გუნდს, რომელსაც უკრაინაში ყველაზე ძლიერად მივიჩნევ. მომეწონა თამაში.

- კვირას "ოლექსანდრია" შინ "ვორსკლას" მიიღებს. როგორ ფიქრობ, მზად იქნები მოედანზე გასასვლელად?

- დიახ. დრო სწრაფად გარბის. მახსოვს, როგორ გავიტანე პოლტავაში გამარჯვების გოლი და ძალიან მინდა კვირას ვითამაშო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასი პროცენტით მზად ჯერ არ ვარ. თუმცა, თამაშამდე წინ რამდენიმე დღეა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, "ვორკლასთან" თამაშს შევძლებ.

- როგორ ფიქრობ, დავით თარგამაძის წარმატების საიდუმლო მაინც რაშია?

- ვფიქრობ, ეს ქართული ტექნიკისა და ტემპერამენტის, გერმანული პრაგმატიზმისა და უკრაინული აღზრდის - ვლადიმირ შარანის სტრატეგიისა და ტაქტიკის დამსახურებაა.

- შენი პერსონისადმი ბოლო დროს ყურადღება გამძაფრებულია. "ვარსკლავური სენი" ხომ არ შეგეყარა?

- ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს. თუკი სპორტსმენი ხარ და შედეგიანობით გამოირჩევი, ნორმალურია, როცა შენი ჟურნალისტები ინტერესდებიან და ინტერვიუს გთხოვენ. ამის არც უნდა გეშინოდეს და არც "თავში უნდა აგივარდეს". მაგალითად, გერმანიაში ყველა ფეხბურთელისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვთ და ამიტომ, ეს მე არ მაღელვებს.

- დაბოლოს, რას უსურვებ შენ თანაგუნდელებს "ვორსკლასთან" მატჩის წინ?

- წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს ამ თამაშიდან სამ ქულას გამოვრჩეთ.

მომზადებულია pfcalexandria.com.ua-ს მიხედვით

kaxaber731
გერონტი ვინაა ცანცარა , სჰენ ხო არ ცანცარებ ეხლა, კაცმა რამის ფეხი მოიტეხა და რეებსა წერ სჰენ ვაფსჰე აზრზე ხარ? ტუ ნაკრებსჰი ხარ ბოლომდეც უნდა იომო, და წაგება სხვას დააბრალე დატოს კი არა, დანარცჰენების ტამასჰი მოგეწონა ხო დზაან აზრიანად იტამასჰეს და დატომ უაზროდ არა?საგოლ
zaza
ვიტესის ქართული ფანკლუბი.დაალაიქეთ! http://www.facebook.com/pages/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98/288296804524972?sk=wall
geronti
მართლა გამორჩეული იყო ეს ახალგაზრდა იმ დღეს სტადიონზე,დარწმუნებული ვარ რომ ბევრაც მიაღწევს,ის ტრამვა კი თავისი უაზრო თავგამოდებისთვის მიიღო! იცის ეს ჩემზე კარგად! რომ გადარჩენილიყო თვითომ მოწინააღმდეგეს ტეხავდა,არანაერ აუცილებლობას არ წარმოადგენდა მასეთი გაუაზრებელი თამაში!დაისაჯა და გუნდიც მაგის საქციელის გამო დამარცხდა!!!! მეორეჯერ ესეთი რამე არ გაბედო! და ბევრად პასუხისმგებელი იყავი,გამოიყენე შენი ნიჭი და ცანცარს შეეშვი!!!!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა