მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სტუმრად მისული დოპინგ-ოფიცერი შეცდომით მძარცველად მიიჩნია და პოლიცია გამოიძახა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა, რომელიც ლოს ანჯელესში ცხოვრობს, მასთან მისული დოპინგ-ოფიცერი შეცდომით მძარცველად მიიჩნია და პოლიცია გამოიძახა.

დილის ექვს საათზე სპორტსმენმა სამაშველო სამსახურში დარეკა და აცნობა, რომ უცნობი ადამიანი დაინახა, რომელიც მის სახლში შეღწევას ცდილობდა. თავად სპორტსმენი ამ დროს ეგრეთწოდებულ "შიშის ოთახში" დაიმალა.

სპეციალურად გამაგრებული ოთახი, რომელსაც Panic Room-ს უწოდებენ, ჩოგბურთელის აპარტამენტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მის სახლში შევარდნა ერთერთმა თაყვანისმცემელმა სცადა. ეს სქელკედლებიანი ოთახი, მობილური ტელეფონებით, ვიდეო კამერებით, პორტატული კომპიუტერებითა და სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობებითაა აღჭურვილი.

როდესაც სერენას მიერ გამოძახებული პოლიცია მოვიდა, აღმოჩნდა რომ "თავდამსხმელი" დოპინგ-ოფიცერი იყო, რომელმაც ჩოგბურთელს შარდის ანალიზის ჩასატარებლად მიაკითხა.

ჩვეულებრივ, დოპინის წინააღმდეგ მებრძოლები სპორტსმენებს მოულოდნელად სტუმრობენ, რათა მათ ანალიზი მაქსიმალურად ობიექტური იყოს და მომზადება ვერ მოასწრონ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა