თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა"ვეტერინარებთან" მოახლებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრას მცხეთაში, ადგილობრივ "ვიტ ჯორჯიასთან" გამართავს.

"ვეტერინარებთან" მოახლებული მატჩის წინ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის, კომენტარი ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ალვარომ თავისი სადებიუტო შეხვედრა, სწორედ "ვეტერინარების" წინააღმდეგ გამართა, სადაც უმაღლესი ლიგის გათამაშებაში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

მიკელ ალვარო:"ვიტ ჯორჯიასთან" სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. გათამაშების ლიდერს, "ზესტაფონს" ერთი ქულით ჩამოვრჩებით, უახლოესი მდევარი, ქუთაისის "ტორპედო" კი სულაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და თითოეული ჩვენთაგანი ვათვიცნობიერებთ, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ.

ყველაფრის მიუხედავად ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ სამი ქულა იქნება. ვიცით რა დონის გუნდთან მოგვიწევს თამაში.

ფეხბურთელებმა ვნახეთ მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოფირი და შესაბამისი დასკვნებიც უკვე გამოტანილი გვაქვს. მართალია მატჩი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, მაგრამ ვგონებ ეს ფაქტორი მატჩში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს.

ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თასის გათამაშებას ნაადრევად გამოვეთიშეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარუმატებლობა, გუნდში არსებულ ატმოსფეროს ვერ გააფუჭებს. მართალია თასის გათამაშებას დავემშვიდობეთ, მაგრამ წინ მთელი სეზონია და ყველაფერს გავიღებთ, რათა მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორები სწორედ ჩვენ ვიყოთ. "ვიტ ჯორჯიასთან" გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავა მოედანზე და მხოლოდ მატჩის მოგებაზე იქნება ორიენტირებული.

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა