ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან ტორპი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სპორტს უბრუნდება
ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან ტორპი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სპორტს უბრუნდება.

"ტორპედო" დღეს, სინგაპურში მსოფლიოს თასის ეტაპზე აიღებს სტარტს. ბოლოს ავსტრალიელი ოფიციალურ ტურნირზე 2006 წელს გამოდიოდა. მან დიდ სპორტში დაბრუნება შარშან გადაწყვიტა, შვეიცარიაში გადაბარგდა და იქ ვარჯიშობდა რუსი მწვრთნელის გენადი ტურეცკის ხელმძღვანელობით. სინგაპურში ტორპი მაღალმთიანი საწვრთნელი შეკრებიდან ჩაფრინდა, რომელიც შვეიცარიის ალპებში ჩაატარა.

ტორპი მსოფლიოს თასის სამივე აზიურ ეტაპზე აპირებს მონაწილეობის მიღებას: სინგაპურიდან ავსტრალიელი პეკინში გამოვა, ბოლოს - ტოკიოში. ვარჯიშების განახლების მომენტიდან დღემდე ტორპმა ცხრა კილოგრამი დაიგდო და ახლა ოთხი კილოგრამით მჩატეა, ვიდრე 2004 წელს ათენის ოლიმპიადის დროს იყო.

"ბუნებრივია, ვნერვიულობ, - განაცხადა მოცურავემ მნიშვნელოვანი სტარტის წინ. - ჩემს მწვრთნელთან ერთად ძალიან დიდი და კარგი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა ველოდო საკუთარი თავისგან. ასე რომ, მკაცრად ნუ განმსჯით".

რაც შეეხება დისტანციებს, რომლებზეც ტორპი აიღებს სტარტს, ამ მხრივ მოულოდნელობასთან გვაქვს საქმე: სამივე ეტაპზე "ტორპედომ" განაცხადი შეიტანა 100 მეტრზე ბატერფლაიში და 100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. შესაძლოა, ტოკიოში მან 100 მეტრი კროლიც დაუმატოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტსმენსა და მის მწვრთნელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ვიცი, რომ ყველა ელოდება გამოსვლას ჩემს საყვარელ დისტანციებზე - 100 და 200 მეტრზე თავისუფალში, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა უნდა ვიჩქარო. ოლიმპიადაზე სწორედ ამ დისტანციებზე ვაპირებ გამოსვლას, - ამბობს ტორპი. - შესაბამისად, თავად გადავწყვეტ, როდის სად გაიმართება პირველი სტრატი ამ დისციპლინებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა