გერმანელმა ნეიროქირურგმა უკრაინელში პარკინსონის ავადმყოფობის სიმპტომები შეამჩნია
გერმანელი ნეიროქირურგი იონათან დეგენი სუპერმძიმეწონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოს კარიერის დასრულებას ურჩევს, რადგან მოკრივის ქცევაში საეჭვო სიმპტომები შეამჩნია. დეგენი მოძრაობის ფუნქციათა დარღვევისა და პარკინსონის ავადმყოფობის ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ.

"ვიტალი კლიჩკომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კარიერა, - ამბობს დეგენი "ბილდთან" ინტერვიუში. - ყველა მეტოქეს ვერ მოუგებ. ვიტალი უკვე გახდა ადამიანი-ლეგენდა და ახლა, ჯანმრთელობას უნდა მიხედოს. ადამეკთან ბრძოლის დროს და შემდეგ პრესკონფერენციაზე, მე, როგორც სპეციალისტმა, ყურადღება მოვაქციეს ვიტალის მოძრაობას. რინგზე მას უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უმწეო მეტოქეს ერთი აქცენტირებული დარტყმაც ვერ მიაყენა, რომელიც ადამეკს ნოკაუტში ჩააგდებდა. მას უბრალოდ უჭირს საკუთარი სხეულის კოორდინირება. დარტყმების ნაცვლად პოლონელი ძლიერად ხელის კვრას იღებდა. ვიღაც ამბობს, რომ საქმე ვიტალის ცუდ ტექნიკაშია, მაგრამ ცალსახად ვამტკიცებ - ეს ნევროლოგიაა. გავიხსენოთ მისი ბრწყინვალე ბრძოლები ლუისისა და ჯონსონის წინააღმდეგ - ნუთუ მას ჩხუბი დაავიწყდა?

ასევე დავაკვირდი ვიტალის მეტყველების მანერას და ის ბრძოლისწინა პრესკონფერენციას შევადარე. ქცევაში სხვაობა ძალიან დიდია. ამ საკითხს საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდი და შემიძლით ასეთი დასკვნა გავაკეთო: რინგზე გატარებული მრავალი წლის შემდეგ, მოკრივეთა უმრავლესობას უვითარდება ე. წ. ტრანზიტორული დარღვევები. ადამიანი გარეგნულად ჯანმრთელი ჩანს, მაგრამ ორგანიზმის მდგომარეობა... პირველ რიგში, ლაპარაკია ამნეზიის ხშირ გამოვლინებებზე, რაც იწვევს გონების დაბინდვას, მოძრაობის შენელებასა და ფუნქციის დარღვევას. ეს ყველაფერი ცხადად ჩანს: დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ მოკრივეები - შენელებული მეტყველება, ლოგიკას მოკლებული სიტყვათა წყობა..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა