საქართველოს XXI ჩემპიონატი. IV ტური: "ქუთაისმა" თსუ-ს უმასპინძლა და 89:72 სძლია, "ბათუმი" კი სტუ-სთან 79:80 დამარცხდა
სუპერლიგის მეოთხე ტურის საწყისი ორი მატჩი დასავლეთში ჩატარდა. ქუთაისში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა - შარშანდელი სეზონის შემდეგ გაძლიერებულმა "ქუთაისმა" გასული ჩემპიონატის მეორეადგილოსანი თსუ 89:72 დაამარცხა. ბათუმში კი "ხელჩართული" ბრძოლა გაიმართა...

4 ნოემბერი, ბათუმი

ბათუმი-სტუ 79:80

27:25, 20:15, 15:24, 17:16

ბათუმი: ვ. მაისურაძე (5ქ, 7მ, 3პ, 5ფ), რამიშვილი (8ქ, 5მ, 5, 5ფ, 4ჩ), მიქელაძე (25ქ, 4პ, 3ჩ), ელიაშვილი (24ქ, 8მ), ჩხაიძე, კეშელავა (7ქ, 12მ), ნინუა (1ქ), ელიაძე (9ქ, 5ფ).

სტუ: ტეტელაშვილი (4ქ), თევზაძე, ჩაჩიბაია (3ქ), მაჩალაძე (8ქ, 9მ), ხანიაშვილი (9ქ), კობიძე (7ქ, 10მ), ძიძიგური (6ქ, 4პ, 5ფ), ვ. ბერუაშვილი (22ქ, 8მ), ანთაძე (21ქ, 18მ, 5პ, 4ჩ).

კომისარი: ა. კაზანჯიანი.

მსაჯები: მ. ანდღულაძე, გ. მიქელაძე.

"ბათუმს" მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი წაგებული ჰქონდა და გუშინ, მეოთხეში სცადა ნავსის გატეხვა. მისი მეტოქე ასევე ახალგაზრდული სტუ იყო, თუმცა ტექნიკოსებს ზღვისპირელებთან შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვთ და სეზონიც უკეთ დაიწყეს - სამიდან ორი მატჩი ჰქონდათ მოგებული. გუშინ კი გამარჯვებათა რაოდენობა გაასამეს.

განაცხადში იყო, მაგრამ ბათუმელებს ვერ დაეხმარა მეფარე მამუკა ბოლქვაძე. მოხსნებში სტუდენტებმა დიდი უპირატესობით იმარჯვეს - 61:40. ფარქვეშ ასეთი უპირატესობა უმთავრესად ზვიად ანთაძის დამსახურებაა, რომელმაც 21 ქულას 18 მოხსნა მიამატა და სეზონის რეკორდი დაამყარა. აქამდე მოხსნების რეკორდი ოლიმპელ მილიუტინოვიჩსა და სტუ-ელ მაჩალაძეს ეკუთვნოდათ - 16-16.

4 ნოემბერი, ქუთაისი

ქუთაისი-თსუ 89:72

23:14, 19:7, 19:25, 28:26

ქუთაისი: ფაშაევი (9ქ, 7მ, 7პ, 4ჩ, 4დ), ბაბუნაშვილი, დიდია (16ქ, 8მ, 3პ), ცეკვავა (7ქ, 5პ), ტუკვაძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (6ქ, 8მ), ლომინაშვილი (5ქ), გ. ბარბაქაძე (31ქ), კუჭავა (2ქ), ქორიძე, მათიაშვილი (13ქ, 8მ, 5პ).

თსუ: დ. ბერიშვილი, ფანჩულიძე (12ქ, 5პ, 4ჩ), კოხრეიძე (4ქ, 6ჩ, 3პ), თავამაიშვილი (2ქ), კორკოტაძე, მარკოიშვილი (2ქ), ნინიაშვილი (21ქ, 7მ), ჩიტაშვილი (14ქ, 5პ, 5ჩ), ხიზანიშვილი (8ქ), ს. შერმადინი (9ქ, 13მ), ზ. მაისურაძე, ჩქარეული.

კომისარი: რ. გელოვანი.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი.

დავით და გიგი ბარბაქაძეები, რიჩარდ მათიაშვილი და გიორგი კუჭავა სხვადასხვა დროს თსუ-ს ღირსებას იცავდნენ. დღეს ისინი "ქუთაისის" ღირსებას იცავენ და მათი დიდი დამსახურებაა იმერლებმა სტუდენტებს პირველი ტაიმი 42:21 რომ მოუგეს.

გიგი ბარბაქაძემ სულაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 31 ქულა ჩააგდო. მან სნაიპერისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ისროლა: 9-დან 8 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი, 5-დან 3 საჯარიმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა