"ბარსელონამ" ტიტულით გახსნა სეზონი - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა "კამპ ნოუზე" შავი დღე აყარა "სევილიას". ყველაზე მთავარი, რაც ამ მატჩში მოხდა "ისევ ის" ლეო მესი დაბრუნდა!

"ბარსელონამ" ტიტულით გახსნა სეზონი - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა "კამპ ნოუზე" შავი დღე აყარა "სევილიას", რომელმაც 2-ბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა. ყველაზე მთავარი, რაც ამ მატჩში მოხდა "ისევ ის" ლეო მესი დაბრუნდა!

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, როგორც იქნა, ის თYამაში აჩვენა, რასაც მისგან ელიან, ანდალუსიელთა კარში მან სამი გოლი გაიტანა. გვარდიოლამ საბრძოლოსთან მიახლოვებული შემადგენლობა დააყენა - არ უთამაშიათ მხოლოდ კარლეს პუიოლსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (ამ უკანასკნელის არგამოჩენამ კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ შვედი "მილანში" გადადის), ხოლო ინიესტა და ვილია შეცვლაზე შემოვიდნენ.

სასტარტო წუთებიდან "ბარსელონა" "სევილიას" საჯარიმოსთან "დასახლდა", "სევილია" კი ძალზე სუსტად გამოიყურებოდა. პირველი გოლი მთლიანად პედროს დამსახურებაა, ახალგაზრდა ფორვარდი სლალომით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და აბდულაი კონკომ უნებურად ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ დაიწყო მესი-შოუ. არგენტინელი მართლაც ბრწყინვალე იყო, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი ასისტენტებიც. 25-ე წუთზე ჩავიმ გენიალური პასი გაუკეთა "ლა პულგას", რითაც 4 მცველი დატოვა უქმად - ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრა. ტაიმის მიწურულს მესის დანი ალვეშმა გაატანინა, არგენტინელმა ახლო კუთხეში გაუტანა პალოპს. თამაშის მიწურულს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, ამჯერად კომბინაცია დავიდ ვილიამ წამოიწყო და ანდრეს ინიესტამ გააგრძელა - 4:0.

"ბარსელონამ" სეზონის ამ დროისთვის შეუფერებლად ლამაზი და გამართული ფეხბურთი აჩვენა და მეცხრედ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი.

"ჩვენ კიდევ ვიზრდებით, როგორც გუნდი, შესაძლებლობების ძღვრისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დიდებულად დავიწყეთ სეზონი და ასევე გავაგრძელებთ", - განაცხადა მატჩის 22 წლის გმირმა. ინტერნეტპორტალმა "გოლმა" მესის თამაში 10-ბალიანი სისტემით ცხრიანით შეაფასა, ხოლო ჩავის (134 პასი თამაშში!) თამაში - 8-იანით.

ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში 130 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის სამუელ ეტოოსა და რივალდოს გაუთანასწორდა. მის ანგარიშზე "ბარსელონაში" ერთი პოკერი და 5 ჰეთ თრიკია. მესის ჯერ ბევრი უკლია სესარ როდრიგესის (235 გოლი) და ლადისლაო კუბალას (194) მიღწევებამდე. მესიმ უკვე 11 გოლი გაუტანა ანდრეს პალოპს.

ბარსელონა-სევილია 4:0 (1:3)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი (87. ადრიანო) - მესი, კრკიჩი (56. ინიესტა), პედრო (56. ვილია).

სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, კონკო, ესკუდე, ნავარო - ხ. ნავასი, რომარიკი (60. ჩიგარინი), ზოკორა, კაპელი (60. ლ. ფაბიანო) - ალფარო (60. პეროტი) - ნეგრედო.

გოლები: 1:0 კონკო (14 ს.კ), 2:0 მესი (25), 3:0 მესი (44), 4:0 მესი (90)

მაყურებელი: 67 414

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა