საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხარდაჭერა დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მამუკა წერეთელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ფეხბურთთან კავშირი არ გაუწყვეტია, ახლა აფრიკის ქვეყნებში სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

თუმცა დღევანდელ ინტერვიუში მის საქმიანობაზე სიტყვაც არ ითქმება: წერეთელი თავად დაგვიკავშირდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხარდაჭერა დააფიქსირა:

- ჯერ ის მინდა გითხრათ, რომ თემურ ქეცბაიასთან არც მეგობრობა მაკავშირებს და არც საქმე. ნაკრების თამაშებისას გავიცანი და ეროვნულის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე. მაგრამ არ შემიძლია, გულგრილად ვუყურო, შესარჩევი ციკლის შემდეგ რა ზეწოლას განიცდის.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას მისი დარჩენა ხელს არ აძლევს. ცხადია, კრიტიკაც ისმის, რაც ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. მესმის მედიისაც, რომელიც ნაკრებში მიმდინარე მოვლენების შეფასებას და ნაკლის წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ ზომიერებაა საჭირო, ადამიანს უსამართლოდ გული რომ არ ვატკინოთ.

- მედია ვერც ქეცბაიას მხარეს დაიჭერს და ვერც მისი კრიტიკოსებისას. მაგრამ კრიტიკული აზრის გამო ფეხბურთელს რედაქციის კარს ვერ ჩავუკეტავთ, ეს ისევ ქეცბაიას სჭირდება.

- მერე, ვინმე საწინააღმდეგოს ამბობს? მედიას თავისი ადგილი და როლი აქვს და განხვავებული პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს მეგობრული და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან - ამაში მედიას ნამდვილად არ ვგულისხმობ. თემურს დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რა გულის კაცია - ნაკრებშიც ერთ-ერთი ყველაზე გულიანი ფეხბურთელი იყო.

რა დამავიწყებს, საბერძნეთს თბილისში რომ შევხვდით და 1:2 წავაგეთ, მუხლი საშინლად აწუხებდა, წყალი ამოუღეს და ამის მიუხედავად, მოედანზე გასვლა დაიჟინა, ითამაშა და გოლიც გაიტანა.

უკრაინასთან თბილისში ამხანაგური შეხვედრა წავაგეთ და კაცს თვალზე ცრემლი მოადგა, გამწარდა, გაგიჟდა, ყველა დაგვცეცხლა, ხალხი პურის ფულით ბილეთს ყიდულობს, იმედით გვიყურებს და ასე უჯიგროდ როგორ თამაშობთო. კი ბატონო, ემოციურია, მაგრამ იმიტომ, რომ ქვეყანა უყვარს და მისი ღირსების შელახვა და წაგება აღიზიანებს.

18 თუ 19 წლის ვიყავი, ნაკრებში მის გვერდით რომ ვთამაშობდი და იცით, მისი ბრძოლის ჟინი და მონდომება როგორი გადამდები იყო?! მოედანზე მეც იმ განწყობით გავდიოდი, რომ ქეცბაიასავით გულიანად მეთამაშა.

ძალიან არ მინდა, ვიღაცამ ბინძური ხერხებით ჩამოიშოროს და ხაზი გადაუსვას იმ დამსახურებას, რაც მას საქართველოს წინაშე აქვს.

როდესაც ნაკრები ჩაიბარა, მას შემდეგ ერთადერთხელ ვნახე, ისიც შემთხვევით და ვკითხე, თემურ, რამ გადაგრია, რატომ ჩამოხვედი, აქ შეგჭამენ-მეთქი. რა ვქნა, საქართველოს როგორ არ დავეხმარო, სხვაგვარად არ შემეძლოო. არადა, გამიგია, ძალიან სარფიან წინადადებებზე უთხრა უარი ევროპელებს, კვიპროსზე კი საქმე ჰქონდა აწყობილი და ხელის გულზე ატარებდნენ.

კუნძულზე მეც ვთამაშობდი და ასე მეგონა, ფეხბურთელი და მწვრთნელი კი არა, კვიპროსის გმირი იყო. ახლაც თამამად ვიტყვი, საქართველოს ნაკრებში ასეთ მწვრთნელს ვერ მოვძებნით. და თუ გუნდს შედეგები არ აქვს, მხოლოდ ქეცბაიას ნუ დავაბრალებთ. დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, მას შველა სჭირდება და არა ცაში ფრენა.

რა, ევრო 2012-ზე გასვლა შეგვეძლო და ქეცბაიამ შეგვიშალა ხელი? დიდი ხანია, რაც ასეთი მაგრები გავხდით? ბოლო წლებში პირველად ნაკრების იმედი ქეცბაიამ გააღვიძა და ისევ მას დავეძგერეთ. აი, ეს მაღიზიანებს, თორემ კრიტიკა რომ საჭირო და აუცილებელია, ორი აზრი არ არის..

- ქეცბაიას დამსახურებას ვერავინ წაართმევს, მაგრამ, ფეხბურთელებთან მეტისმეტად ხისტიაო.

- თემური დიპლომატი არ არის, მაგრამ სჯობს, ხისტი იყოს და ქვეყანა უყვარდეს, ვიდრე რბილი ხასიათით ფეხბურთელებს თავი შეაყვაროს და ნაკრები მიშვებული დარჩეს. კარგად მახსოვს, ნაკრებში რაც ხდებოდა, ხალხი შეკრებაზე ჩამოდიოდა და ვარჯიშებზე სახლიდან დადიოდა. ასეთი თავნებობა თემურთან არ გავა - თუ გუნდში დისციპლინა არ არის, წარმატება არ იქნება. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ სიმკაცრე ბევრს არ უყვარს.

- ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი შედეგია?!

- ამას არავინ ამბობს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - ავად გასახსენებელ წინა ციკლში გუნდმა 3 ქულა დააგროვა და ხალხს ფეხბურთი შეაზიზღა. ამის შემდეგ ერთი შეხვედრაც არ წაუგია სამარცხვინოდ და ეს არის ოდნავი წინსვლა, თორემ წარმატება ევროფინალში გასვლაა, რად უნდა ამას მტკიცება.

მეტისმეტად ემციურიაო. კი ბატონო, მაგრამ საქმე უყვარს. ერთხელ ვარჯიშზე ავტობუსით მივდიოდით და ბიჭები იცინოდნენ. გამწარებული წამოხტა და იყვირა, თამაშზე იფიქრეთო. ეს სულისკვეთება გადასდო ნაკრებს და ამიტომაც არის, არც ერთი შეხვედრა უბრძოლველად არ დაგვითმია. მეტიც, ნაკრები ასეთი ბრძოლისუნარიანი არასოდეს ყოფილა და სწორედ ამის საფუძველზე უნდა აშენდეს მომავლის გუნდი. მაგრამ ეს ერთ წელიწადში ვერ გაკეთდება, დრო სჭირდება და უნდა აცადონ.

ჩვენ დიდი მადა გვაქვს, მოგება გვსურს და თან "ბარსელონას" ფეხბურთით. ეს ყველას გვინდა, მაგრამ რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ - ადრე ნაკრებში თავდამსხმელთა და გამთამაშებლის პოზიციაზე ისეთი დიდი კონკურენცია იყო, ბევრს არ იწვევდნენ. დღეს კი ამ ამპლუებში ძალიან გვიჭირს და ქეცბაიას პრობლემაც მაღალი კლასის მოთამაშეთა დეფიციტია. ნაკრებში პასის მიმცემი რომ არ არის და შეტევები ვერ მწვავდება, ეს ქეცბაიას ბრალი ვერ იქნება და მეშინია, მისი წასვლით უფრო უარესი გუნდი არ შეგვრჩეს ხელთ.

კვიპროსში რატომ ხსნის საფეხბურთო სკოლასო. შემთხვევით გავიგე, რამდენ საფეხბურთო სკოლასა და ბავშვთა სახლს ეხმარება, მაგრამ "მარიაჟი" არ უყვარს და ხმას არ იღებს. კვიპროსში ქართველი არ ჩასულა, რომ იტყვიან, თან არ გადაჰყოლოდა. და თუ ქეცბაია ყოფილა ჩვენი ფეხბურთის პრობლემა, მაშინ საერთოდ ვერაფერს ვხედავთ.

გვიკვირს, როგორ ითამაშა ჩვენზე უკეთ სომხეთმა, როგორ მიაღწია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფამდე ესტონეთმა, როგორ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ლატვია. არ დავფიქრებულვართ, რომ ამის მიზეზი ერთმანეთის გაუტანლობაა? ეს შეგვიძლია, თანადგომა კი გვიჭირს და იქნებ, ახლა მაინც დავუდგეთ გვერდში ქეცბაიას, რომელიც ნამდვილად არ არის მოსაძულებელი პიროვნება, ის ჩვენ გვჭირდება და ნუ გავაქცევთ ამ კაცს. მას ახლა თანადგომა სჭირდება და არა სარმები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Beso
ვა, აფრიკელი გრუზინი? ბრავო წერო :)
zazakemer
მამუკა მართალია.ქეცბაია დგეს სჭირდება ნაკრებს და მხარდაჭერაც უნდა.რა ამოწურა ერთი?თქვენ თამაშებს არ უყურებთ ხალხო?ნაკრები მხოლოდ მინიმალური სხვაობით აგებს თმაშებს,ისიც წელიწადში ერთხელ.... აღარც 5:2,6:2,4:1...აღარც 2:0... ეს მართალია დიდს არაფერს ნიშნავს,მაგრამ სამარცხვინოდ მართლა არც ერთი თამაში არ წაუგიათ.და მიმაჩნია,რომ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.და თუ უცხოელი ეყოლება,მაშინ კონკრეტულად ნაკრების დასკვნით ეტაპზე გაყვანა უნდა მოვთხოვოთ.წინააღმდეგ შემთხევაში,ისევ ქართველი იყოს სჯობია და თუ მომავალში ისევ ბოლო ადგილებზე გასვლა გვიწერია,ისევ ქართველმა აიღოს ის ხელფასი მირჩევნია.ვერც ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა საქართველოში ქართველ მწვთნელბეზე უკეთესი შედეგი ჯერ ვერ აჩვენა.თემურის კი წარმატებები.თუ გაგექცათ,მისთვის უკეთესია.თქვენ მერე ეძებეთ მისი შემცვლელლი და ბევრჯერ იკბენთ ენაზე კიდევ...
pesimisti
ქეცბაიას გარდა იმისა, რომ შედეგები აღარ აქვს (მარტო მალტასთან ფრე რად ღირს), კიდევ რამდენიმე პრობლემა აქვს: - არადეკვატური კომენტარები ("მალტის ნაკრებმა არნახული პრგრესი განიცადა", და ა. შ.); - კონფლიქტები ფეხბურთელებთან (იძახიან აგინებს ფეხბურთელებსო. თუ ეგრეა, ჯობია დროზე გააგდონ, მაინ აღარაფერი გამოვა. ერთი ჩვენმა ნაგინებმა ჯარმა გვასახელა 2008 წელს და მეორე ნაგინები ფეხბურთელები მიაღწევენ რაიმეს) და ბოლოს, ვინც იძახის ფეხბურთელები არ გვყავს და ქეცბაიამ რა ქნასო (სასწაულია, მაგრამ ქეცბაიას ასე იძახის!) - ესტონეთს ყავს პლეი-ოფში რომ გავიდა? სომხეთს ყავს? ესთი ნახეთ რა ინტერნეტში ესტონეთის ნაკრების ხალხი სად თამაშობს. კარგი და თავდადებული ფეხბურთელი სულაც არ ნიშნავს რომ აუცილებლად ნაკრებს ააშენებს. ეს კი არა, კარგი მწვრთნელიც არ ნიშნავს რომ აუცილებლად საქართველის ნაკრებს კარგად შეეწყობა.
უძლევი
ქეცბაიამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. მისი დარჩენა საქართველოს ნაკრებში წყლის ნაყვა იქნება. ქართული ფეხბურთის პრობლემა ქეცბაია არ არის არამედ მიკერძოებული და კლანური მმართველობა ფეხბურთში. ნუ გამოგვყავს ქეცბაია ქართული ფეხბურთის სახედ, ეს არასწორია. საქართველოს ნაკრებზე დახარჯული რესურსები უნდა გადავიდეს ბავშვთა ფეხბურთის და ინფრასტრუქტურის პროექტებზე. საქართველოს ნაკრებს კი ნორმალური ადგილობრივი მწვრთნელი დაუნიშნონ. მადლობა ქეცბაიას გაწეული სამუშაოსთვის, მაგრამ ნახვამდის. ჯანსაღ მარცვალს ჯანსაღი ნიადაგი უნდა რომ აღმოცენდეს და აყვავდეს!
rezo dzodzuashvili
საღოლ მამუკა! სხვა ვეტერანებმაც რომ თქვან ერთი-ორი სიტყვა არ იქნებოდა ურიგო
ryberi
ხალხო რეებს ლაპარაკობთ ეს ქარტველები მე მგონი ვაფშე გამოვ**რდით. ჩვენ რო არ გვყავს ის შემადგენლობა რომლითაც ევროპაზე ან მსოფლიოზე გავალტ ვერ ხვდებიტ. ისე ლაპარაკობტ გეგონება სულ გავდიოდიტ ქეცბაია მოვიდა და ჩასვარა ყველაფერი... თუ ბულგარეთთან 6-2 დიდი ხნის წინ იყო...
tamuna mtchedlidze
ეს კაცი არის აფსოლუტურად მართალი. ქართველების პრობლემა ის არის, რომ გვგონია თუკი ვინმეს დახმარება უნდა ჩვენი ამას ფულის გამო აკეთებს. აი მინდა გითხრათ, რომ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ ქონდა ფულის და ცხოვრების პრობლემა აქ ჩამოსვლამდე და არც იმის შემდეგ მომატებია რამე მაგ მხრივ რაც აქ ჩამოვიდა. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ყოველგვარ წარუმატებლობას აბრალებთ ქეცბაიას. გავიხსენოთ ამ კაცის მოსვლამდე რა დღეში იყო ქართული ფეხბურთი. სამყარო ერთ დღეში არ აშენებულა, ყველაფერს დრო ჭირდება, მაგრამ ქართველები დაუნახავები ვართ ზოგადად. ჩვენ იმის ღირსები ვართ ამ კაცმა უარი თქვას მწვრთნელობაზე და აი მერე მაინტერესებს რას იტყვიან მისი მოწინააღმდეგეები, როცა ბევრად უარეს დღეში ნახავენ ქართულ ფეხბურთს. და მე ძალიან მინდა, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე წავიდეს აქედან იმიტომ, რომ უმადურების მეტი აქ არავინაა და მაინც არავინ არ დაუფასებს იმას რასაც აკეთებს. ამ კაცს უნდოდა, რომ თავისი ქვეყნისათვის გაეკეთებინა კარგი, მაგრამ რეალურად იმ ქვეყანაში აღმერთებენ და უყვართ, რომელიც მისი მშობლიური ქვეყანა არაა, რადგან იმ ხალხმა იცის ამაგის დაფასება!!!!!
tamuna
ეს კაცი არის აფსოლუტურად მართალი. ქართველების პრობლემა ის არის, რომ გვგონია თუკი ვინმეს დახმარება უნდა ჩვენი ამას ფულის გამო აკეთებს. აი მინდა გითხრათ, რომ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ ქონდა ფულის და ცხოვრების პრობლემა აქ ჩამოსვლამდე და არც იმის შემდეგ მომატებია რამე მაგ მხრივ რაც აქ ჩამოვიდა. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ყოველგვარ წარუმატებლობას აბრალებთ ქეცბაიას. გავიხსენოთ ამ კაცის მოსვლამდე რა დღეში იყო ქართული ფეხბურთი. სამყარო ერთ დღეში არ აშენებულა, ყველაფერს დრო ჭირდება, მაგრამ ქართველები დაუნახავები ვართ ზოგადად. ჩვენ იმის ღირსები ვართ ამ კაცმა უარი თქვას მწვრთნელობაზე და აი მერე მაინტერესებს რას იტყვიან მისი მოწინააღმდეგეები, როცა ბევრად უარეს დღეში ნახავენ ქართულ ფეხბურთს. და მე ძალიან მინდა, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე წავიდეს აქედან იმიტომ, რომ უმადურების მეტი აქ არავინაა და მაინც არავინ არ დაუფასებს იმას რასაც აკეთებს. ამ კაცს უნდოდა, რომ თავისი ქვეყნისათვის გაეკეთებინა კარგი, მაგრამ რეალურად იმ ქვეყანაში აღმერთებენ და უყვართ, რომელიც მისი მშობლიური ქვეყანა არაა, რადგან იმ ხალხმა იცის ამაგის დაფასება!!!!!
Jigaro
ქეცბაიამ თავისი შესაძლებლბები ამოწურა...მისი მწვრთნელობისას დაშვებული შეცდომები იმდენად ნათელია, რომ ერთხელ თუ მოიწვევენ პირდაპირ ეთერში რამოდენიმე პროფესიონალს, თუნდაც ძოძუაშვილს, გეგუჩაძეს და ვინმე არაქართველს თუნდაც ბოლო სამი თამაშის გასარჩევად,ობიექტურად რომ იმსჯელონ,აშკარად გამოჩნდება რამდენად შორსაა კარგი მჭვრთნელობისაგან ქეცბაიას კვალიფიკაცია.ჯიგრიანი ფეხბურთელი აუცილებელი არაა კარგი მწვენელი დადგეს.თუნდაც ის,რომ უნამუსოდ არ გადადგა თვითონ და დადებითად აფასებს საკუთარ მუშაობს, საკმარისია მის დასახასიათებლად.წადი თემო,მიხედე კვიპროსის აკადემიას!
სანდრო
shen jobia damozgvras tavi daaneboda da tan ukanalis knevas kecbaiastvis uketesi ikneba. kecbaias konda shansi da rogor gamoiyena tu danaxva ginda dainaxav, mag kacs pulis garda agaraperi ainteresebs
georgian
გენაცვალეე,, გეთანხმებიი.. აცადეეეთ ტემურს აცადეეეეეეეეეთ
eddy
ასეტ არასერიოზულ არგუმენტების მოტანა სირცხვილია. მაგალითად: ქარტველების დახმარება და ნაკრების წვრტნა რა კავშჰირშია? ასე არგულემტებს რომ დაინახავ მაშჰინვე მიხვდები რა იაფი-მუშახელის სამსახურს ჩჰვენი ლეგიონერები აკეტებენ უცხოეტში და ელემენტარული ადამიანობა რომ პროფესიონალიზმში ერევატ ...
lioxa
კარგი ყმაწვილი ხარ და მიხედე აფრიკის ფეხბურთს. ქეცბაიას უშენოდაც მრავლად ყავს დამცველები და მფარველები, მარტო დომენტი რად ღირს?!
ძველი ”ბალელშჩიკი”
დიდი მადლობა მამუკას, აბსოლუტურად სწორად მსჯელობს. ჩვენ როგორც ჩანს მოუთმენელი და უმადური ქომაგები ვართ. საზიზღრობაა როცა ხედავ თუ როგორ ტურებივით დაესივნენ ქეცბაიას. ალბათ ვიღაცას სხვა უნდა მის ადგილზე, რომ მერე ფული ადვილად "მოტყდეს". ქეცბაია თუ წავიდა, ჩვენი ფეხბურთი კიდევ დიდი ხნით დაიძირება ჭაობში. ქეცბაიამ მთავარი გააკეთა - ჩვენი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა ყველასთვის, ერთ--ორი ვარსკვლავიც გამოჩნდება ფეხბურთელთა შორის და დიდი წარმატებებიც გვექნება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე გავა თუ ქეცბაის ხელს არ შევუშლით.
iozga
კაი კაცია ქეცბო მე მგონი ვაცადოთ იმედია ბოლომდე ჯიგრად მიიყვანს დაწყებულ საქმეს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა