"ვიტესის" ახალი მეპატრონე მერაბ ჟორდანია კლუბის გაძლიერებას რომ აპირებს, ეს პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰოლანდიის ჩემპიონატის (ერედივიზიე) ბოლო ტურში...

"ვიტესის" ახალი მეპატრონე მერაბ ჟორდანია კლუბის გაძლიერებას რომ აპირებს, ეს პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰოლანდიის ჩემპიონატის (ერედივიზიე) ბოლო ტურში "ვიტესი" საკუთარ არენაზე ჩემპიონ "ტვენტესთან" დიდი ანგარიშით (0:3) დამაცხდა და მისი სურვილი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. სხვაგვარად, უკვე სტარტზე აშკარად გამოჩნდა, რომ არნემული გუნდი დღევანდელი შემადგენლობით ჰოლანდიური პირველობის ერთ-ერთი აუტსაიდერია.

ჰოლანდიურ მედიაში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაციები იმაზე, თუ რომელი მოთამაშეების დახმარებით აპირებს ქართველი მეპატრონე კლუბში ვითარების გამოსწორებას. ჯერ იყო და, ყატარის "ალ რაიანის" ბრაზილიელ ფორვარდ აფონსო ალვეშზე თქვეს. ის ადრე წარმატებით თამაშობდა ჰოლანდიაში. ამას გარდა, განიხილება 21 წლის სერბი ცენტრალური მცველის სლობოდან რაიკოვიჩისა და 19 წლის ინგლისელი პლეიმეიკერის ჯეკობ მელისის კანდიდატურებიც. სერბი 16 წლიდან "ჩელსიშია". შარშან "არისტოკრატებმა" ის "ტვენტეში" გაანათხოვრეს და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

მელისი კი ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ სეზონში "ჩელსიმ" ის "საუთჰემპტონში" გაუშვა იჯარით. ამტკიცებენ, რომ "აიაქსის" 22 წლის ნახევარმცველის ისმაელ აისატის ტრანსფერიც გადაწყვეტილია. ეს ახალგაზრდა ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2008 წელს ევროპის პირველობის გამარჯვებულიც გახდა. ჟორდანიასთან დაახლოებული სანდო წყაროს თქმით, აისატის გარდა, "ვიტესის" მეპატრონის სიაში კიდევ ერთი აიაქსელია...

თუმცა ჩვენთვის მთავარი მაინც ქართველი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერია. უკვე ვწერდით და დასტურდება კიდეც, რომ ჟორდანია 17 წლის გიორგი ჭანტურიათიც დაინტერესდა. როგორც გვითხრეს, ეს ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და გიორგი მალე "ვიტესის" ფეხბურთელი გახდება. მაგრამ ტრანსფერს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არაევროკავშირელთა მიმართ არსებული შეზღუდვები აბრკოლებს. "ბარსელონადან" წამოსული ჭანტურია ჯერ მხოლოდ 17 წლისაა (18-ის აპრილში გახდება) და "ვიტესს" არაევროკავშირელი არასრულწლოვანის ძირითად შემადგენლობაში აყვანის უფლება არ აქვს. არადა, ჟორდანია მას სწორედ "ვიტესის" მთავარ გუნდში მოიაზრებს. ამის მიუხედავად, მასთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, მალე ჰოლანდიაში ჩავა და, სავარაუდოდ, დროებით დუბლებში ივარჯიშებს.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ვიტესში" საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ვაკო ყაზაიშვილს იწვევდნენ. ამ ფეხბურთელით დაინტერესება მართლაც არსებობდა, მაგრამ დავაზუსტეთ, რომ ნიჭიერი პლეიმეიკერის ტრანსფერი კონკრეტული მოლაპარაკების თემა ჯერ არ გამხდარა - ეს ჰოლანდიურმა წყარომ გვითხრა და საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" (ფეხბურთელის სატრანსფერო უფლება მას ეკუთვნის) გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემაც იგივე გაიმეორა: "ჯერ ყაზაიშვილზე მოლაპარაკება არ გვქონია და ტყუილს ხომ ვერ ვიტყვი, რომ იწვევენ"?!

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ "მილანში" რჩება და წესით, მის ვიტესურ ტრანსფერზე ლაპარაკი არც უნდა ყოფილიყო, თან "ლელოსთან" ინტერვიუში კალაძემ თქვა, რომ ძალიან უნდა "იუვენტუსში" გადასვლა, რისი პერსპექტივაც ბოლო პერიოდში გაჩნდა...

მაგრამ საოცარი ის იყო, რომ საძიებო ვებგვერდ "ვიკიპედიაში" კალაძე "ვიტესის" მოთამაშედ გამოაცხადეს. ამიტომაც დავინტერესდით, თუმცა ჟორდანიასთან დაახლოებულმა წყარომ ეს კატეგორიულად უარყო. ასევე ჭორი აღმოჩნდა იმავე "მილანიდან" "ვიტესში" ჰოლანდიის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელის კლაას იან ჰუნტელაარის მიწვევაზე გავრცელებული ინფორმაციაც.

და კიდევ - გუშინ რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტში კარგად გამოჩნდა, რომ შაბათს, ერედივიზიეს მესამე ტურში, "ვიტესი"-"ტვენტეს" მატჩის დროს ჟორდანია სტადიონზე ძველ მეგობარ იოჰან ბოსკამპთან ერთად იჯდა. ცხადია, მაშინვე დაიბადა კითხვა - ხომ არ აპირებს არნემელთა ახალი მეპატრონე მთავარ მწვრთნელად თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის მიწვევას? როგორც გვითხრეს, ჟორდანიას ამის დიდი სურვილი კი ჰქონია და ბოსკამპისთვის თანამშრომლობაც შეუთავაზებია, მაგრამ "მყვირალა ჰოლანდიელი" ავადმყოფობს (თან მკურნალობს), თუმცა როგორც კი გამოჯანმრთელდება და მკურნალობის კურსსაც დაასრულებს, დაასრულებს და დიდია ალბათობა, რომ ჟორდანიამ "ვიტესის" მომავალი თაობა ჩააბაროს...

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა