პორტო კარასში მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველ ადგილზე მყოფი სერბები დაამარცხეს
ბერძნულ პორტო კარასში გასულ უქმეებზე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრები შაბათს პირველ ადგილზე მყოფ სერბებს დაუპირისპირდა. ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სალომე მელია, შესაბამისად, ირინა ჩელუშკინას, ანჯელიკა სტოიანოვიჩსა და ლილია დრლჯევიჩს დაუზავდნენ.

გუნდს მომგებიანი ქულა პირველ დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე ნანა ძაგნიძემ მოუტანა - დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონმა ნატაშა ბოიკოვიჩი დაამარცხა.

ამავე ტურში რუსეთის ნაკრებმა (ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევები, ვალენტინა გუნინა, ალექსანდრა კოსტენიუკი) მშრალი ანგარიშით (4:0) გაანადგურა რუმინეთის გუნდი, ხოლო უკრაინელებმა (კატერინა ლახნო, ანა უშენინა, ინა გაპონენკო, მარია მუზიჩუკი) ჰოლანდიელებს (ნიდერლანდელთა რიგებში თეა ლანჩავამ გაპონენკოსთან წააგო) სძლია 3,5:0,5, ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:

გერმანია-სომხეთი 1,5:2,5, ჩეხეთი-თურქეთი 2:2, შვეიცარია-პოლონეთი 0,5:3,5, საბერძნეთი-უნგრეთი 2:2, ისრაელი-ბულგარეთი 1:3.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მე-3 ტურში შოტლანდიის სუსტ გუნდს 3,5:0,5 მოუგო (ბაადურ ჯობავა-ალან თეითი 1:0, გრაჰემ მორისონი-ლევან ფანცულაია 0:1, მიხეილ მჭედლიშვილი-პაულ რობერტსი 1:0, მარტინ მიჩელი-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5... ისე, 2577 რეიტინგის მქონე გაგუნაშვილს უტიტულო მიჩელთან (2215) ქულის აღება მართებდა).

შაბათს ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა აზერბაიჯანელებმა (თეიმურ რაჯაბოვი, ვუგარ გაშიმოვი, შაჰრიარ მამედიაროვი, ელთაჯ საფარლი) ბერძნებს 3:1 აჯობეს, ასეთივე ანგარიშით ესპანელებმა რუმინელები დაჯაბნეს, ხოლო უკრაინელებმა - ხორვატები, რუსებისა და ჰოლანდიელების პაექრობა კი ფრედ (2:2) დამთავრდა.

გუშინ მე-4 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებს სომხებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. პირველ-მეორე დაფებზე ელინა დანიელიანი-ნანა ძაგნიძე და ნაზი პაიკიძე-ლილით მკრტიჩიანი დაზავდნენ, სამაგიეროდ, ნინო ხურციძემ, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ამ ტურნირზე, და სალომე მელიამ, შესაბამისად, ლილით გალოიანი და ნელი აგინიანი დაამარცხეს.

ჩვენმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. უკრაინელებთან შეხვედრაში წარმატებას მიაღწია რუსეთის ნაკრებმა - 2,5:1,5 (კატერინა ლახნო-ნადეჟდა კოსინცევა 1:0, ტატიანა კოსინცევა-ნატალია ჟუკოვა 1:0, ინა გაპონენკო-ვალენტინა გუნინა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი-მარია მუზიჩუკი 0,5:0,5). ლიდერთა დანარჩენი შეხვედრები: პოლონეთი-ბულგარეთი 3:1, რუმინეთი-სერბეთი 2:2, ესპანეთი-საფრანგეთი 0,5:3,5.

ოთხი ტურის შემდეგ 8-8 ქულით პირველ-მეორე ადგილებს რუსეთი (საერთო მონაგარი 12,5 ქულა) და საქართველო (10,5) ინაწილებენ. 6-6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებზე არიან პოლონეთი (11), უკრაინა (10,5) და საფრანგეთი (10,5).

საქართველოს ვაჟთა ნაკრები მე-4 ტურში საბერძნეთთან დამარცხდა 1,5:2,5. ჯობავამ, მჭედლიშვილმა და გაგუნაშვილმა ქულები გაიყვეს ხრისტოს ბანიკასთან, იოანის პაპაიოანუსთან და სთელიოს ჰალკიასთან, ხოლო ფანცულაია დიმიტრიოს მასტროვასილისთან დამარცხდა.

ლიდერთა შეხვედრები: აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2, ბულგარეთი-რუსეთი 3:1, უკრაინა-გერმანია 0,5:3,5, საფრანგეთი-მოლდოვა 2,5:1,5, ჰოლანდია-სერბეთი 2,5:1,5. ოთხი ტურის შემდეგ გერმანიას (11), აზერბაიჯანს (10,5), საფრანგეთს (10,5), ესპანეთსა (10) და ბულგარეთს (10) 7-7 ქულა აქვთ. საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეთექვსმეტეა.

მე-5 ტურში ითამაშებენ: ქალები. საქართველო (8/10,5)-რუსეთი (8/12,5), საფრანგეთი (6/10,5)-პოლონეთი (6/11), რუმინეთი (5/7,5)-უკრაინა (6/10,5), სლოვენია (5/10,5)-სომხეთი (5/8), უნგრეთი (5/8)-სერბეთი(5/11), გერმანია (5/10)-ჩეხეთი (5/8,5).

ვაჟები. აზერბაიჯანი (7/10,5)-საფრანგეთი (7/10,5), გერმანია (7/11)-ბულგარეთი (7/10), ესპანეთი (7/10)-საბერძნეთი (6/10), რუმინეთი (6/10,5)-ჰოლანდია (6/9), რუსეთი (5/9)-უკრაინა (5/9)... საქართველო (4/10,5)-ისლანდია (4/8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა