რუსეთის ჩემპიონობისთვის ქართველთაგან ბრძოლას მხოლოდ ჯანო ანანიძე და საბა კვერკველია გააგრძელებენ
ქართული ლეგიონისთვის მორიგი ტური კარგად დაიწყო: პარასკევს გოლით და საგოლე პასით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, გამარჯვების გოლით - ვასილ გიგიაძე, მაგრამ ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად, უქმეები მწირი გველოდა - გოლები მხოლოდ მოლდოვაში მოთამაშე ვეტერანმა ვაჟა თარხნიშვილმა (შერიფი) და "ლიტველმა" თომა ტაბატაძემ (კრუოია) გაიტანეს, თანაც ორივემ თერთმეტმეტრიანით.

წიწილებს შემოდგომით ითვლიანო და, რუსეთში მოთამაშე ქართული ლეგიონის მდგომარეობის შეფასების დროც მოსულა. რუსული პრემიერლიგა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადადის, ახლა კი საშუალედო ჩემპიონატია.

ამ უქმეებზე მორჩა პირველი ეტაპი, ზედა 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გაზაფხულიდან გააგრძელებს. რუსეთში 10-ზე მეტი ლეგიონერი გვყავს (რომელთაგანაც ნაკრების ბირთვია დაკომპლექტებული) და, სამწუხაროდ, საუკეთესო 8 გუნდში მხოლოდ ორ მათგანს მოუწევს თამაში: ჯანო ანანიძესა (სპარტაკი) და საბა კვერკველიას (რუბინი). მართალია, "ანჟიც" აგრძელებს ბრძოლას, მაგრამ, თურმე ნუკრი რევიშვილი აღარ ყოფილა ამ გუნდის წევრი. მოკლედ, გაისად 10-ზე მეტი ქართველი ერთი რანგით დაბლა (მე-9 - მე-16 ადგილები) ითამაშებს.

არა გვგონია, ეს ჩვენი ნაკრებისთვის კარგი პერსპექტივა იყოს. ცუდად რომ აქვთ საქმე რუსეთში ჩვენს ლეგიონერებს, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო ტურში მხოლოდ ოთხმა ქართველმა ითამაშა სასტარტოში: ალექსანდრე ამისულაშვილმა (კრასნოდარი), გია გრიგალავამ (ვოლგა), ლევან გვაზავამ (ტერეკი) და გუჯა რუხაიამ (ნალჩიკი). თანაც, ბოლო ორს მხოლოდ სანახევროდ თუ შეიძლება ვუწოდოთ ჩვენი ლეგიონერი: გვაზავა აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო რუხაია ჯერ არ არის.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ჩვენებურებს გაისად შეექმნებათ (სწორედ ამის გამო წავიდა "ანჟიდან" რევიშვილი) - ისეთი ფეხბურთელები, ამისულაშვილი, გრიგალავა და რევიშვილი რომ არიან, მომავალი წლიდან პრემიერლიგაში ლეგიონერებად ჩაითვლებიან, ლეგიონერებზე კი რუსეთში კვოტაა.

"ჰერტას" ქართველი ვეტერანი ლევან კობიაშვილი კვლავ განაგრძობს შეუცვლელ სერიას - "კობიმ" ისევ 90 წუთი ითამაშა, თუმცა ამჯერად მისი გუნდი შინ დამარცხდა "მიონხენგლადბახთან". ჩვენებურის თამაში "შპორტალმა" 4 ბალით შეაფასა, გამოცემამ მეორე გაშვებულ ბურთში ის დაადანაშაულა - თავის პოზიციაზე არ იყოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა