23-წლამდელთა მოფარიკავეების ევროპულ რეიტინგში ჩვენებური ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს
ამას წინათ თბილისში 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის თასის ეტაპზე ქართველმა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში მან უკრაინელი ევგენი სტაცენკო დაჯაბნა. ამ სპორტსმენების გზები გუშინ ისევ გადაიკვეთა - ამჯერად კიევში ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის ეტაპზე, სადაც 17 ქვეყნის 67 წარმომადგენელი ცდიდა ძალებს. ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთ მეტოქეს სძლია, მეთექვსმეტედფინალში უკრაინელი კონსტანტინ ვორონოვი დაამარცხა 15:12, არადა, თავიდან შეხვედრას 8:13-ს აგებდა.

მერვედფინალში სტაცენკოს დაუპირისპირდა, ამჯერადაც 15:12 აჯობა. კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე სანდროს კიდევ ერთი უკრაინელი გადაეღობა - იური ცაპი. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ კიევიდან გვაუწყა, რომ, როცა ანგარიში იყო 10:10, რუმინელმა მსაჯმა სამი ჩხვლეტა სანდროს ნაცვლად მასპინძელს ჩაუთვალა, რამაც ცაპს გადამწყვეტი უპირატესობა მოაპოვებინა და საბოლოოდ მან გაიმარჯვა კიდეც - 15:10.

ბაზაძე მე-6 ადგილზე გავიდა, რაც 18 წლის სპორტსმენისთვის დიდი წარმატებაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ შედეგით მან 23-წლამდელთა ევროპულ რეიტინგში 32 ქულა მიითვალა და თანატოლებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ქინდლერთან (გერმანია) ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

კიევის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 17 წლის ქართველი მოხმალავე, კადეტებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ბელარუს აკულასთან დამარცხდა და მე-17-ე ადგილზე გავიდა. მთავარი პრიზი იური ცაპმა მოიპოვა - ფინალში მან რუს არტურ ოკუნევს აჯობა. მესამე ადგილები ევგენი სტაცენკოს უმცროს ძმას - ალექსის და ევგენი ტერიოშკინს (რუსეთი) ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა