ბოლონიელები სტუმრად "ტერამოსთან" 72:73 დამარცხდნენ, ხოლო ჩვენებური 16 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა
როგორც ვივარაუდეთ, ბოლონიური გუნდიდან ჯარედ ჰომანის გაგდება ვიქტორ სანიკიძის სათამაშო დროს გაზრდიდა.

ასეც მოხდა და მწვრთნელის ცემის გამო გუნდიდან მოკვეთილი ამერიკელი კალათბურთელის არყოფნაში ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდოდ ბევრი - 34 წუთი გაატარა.

ეს მის შედეგიანობაზეც აისახა და სანიკიძე ბოლონიელთა შორის საუკეთესო იყო.

ვიქტორს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, თუმცა ამაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ მისმა გუნდმა დასანანი შეხვედრა წააგო.

ბოლონიელები სტუმრად "ტერამოს" ხვდებოდნენ და შეხვედრა დაძაბულ ფინალში - 72:73 დათმეს. უნდა აღინიშნოს, რომ სანიკიძის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა. ბოლო მეოთხედის წინ ბოლონიელები 11 ქულით ჩამორჩებოდნენ ტერამოელებს, თუმცა შეძლეს მატჩისთვის ინტრიგა, საკუთარი გუნდისთვის კი მოგების შანსი დაებრუნებინათ. საბოლოოდ, ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა, რომელმაც, სამწუხაროდ, გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

სანიკიძემ 5 ორქულინიდან 3 ჩააგდო, რასაც 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა.საბოლოოდ ვიქტორის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, მას ბოლონიელთა შორის ყველაზე მაღალი საერთო სარგებლიანობის მაჩვენებელი (15) ჰქონოდა.

საკუთრივ 16 ქულა კი მატჩში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბოლონიელებს 2 მოგების ფონზე მესამე მარცხი მოუგროვდათ და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

წააგო მარკოიშვილის გუნდმაც. კანტუელები ტრევიზოში "ბენეტონს" ეწვივნენ და მოულოდნელად იოლად - 55:72 დამარცხდნენ.

ევროლიგაში ჩატარებული ჩინებული თამაშის შემდეგ, ქართველთა კლუბი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მეტოქეს ყველა მეოთხედი დაუთმო.

მარკოიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 30 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. "მანუმ" 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 3 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

ამჯერად, ნაკლებად დაიტვირთა შერმადინი. ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გამოჩნდა და 3 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა. გიორგიმ ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ოთხი ჯარიმა მიიღო, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. "ბენეტ კანტუს" 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

დამარცხდა და თავიც ვერ გამოიჩინა "დინამო სასარის" ქართველმა წევრმა ნიკა მეტრეველმა. მისი გუნდი სტუმრად "აველინოს" შეხვდა და 79:96 წააგო. ჩვენებურმა მოედანზე 7 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც ერთედართი მოხსნა მიითვალა.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა