შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მშობლიურ ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის 6:1, 6:3 სძლია
გასულ კვირას მამაკაცთა ტურში "500" კატეგორიის ორი ტურნირი მიმდინარეობდა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში არ შედგა წინასწარ გამოცხადებული ფინალი როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის.

ამას ხელი შეუშალა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ, რომელმაც ნახევარფინალში სენსაციურად დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, თანაც მესამე სეტი აზიელმა ჯოკოვიჩს 6:0 მოუგო.

როგორც ჩანს, ამ გამარჯვებამ ნიშიკორის ბევრი ფიზიკური და მორალური ძალა გამოაცალა და ამიტომაც, ფინალში ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ფედერერს.

შვეიცარიელმა მთელი მატჩის განმავლობაში ოთხი ბრეიკი გააკეთა, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მისცა, რომელიც 21 წლის იაპონელმა ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, მატჩი საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და 6:1, 6:3 დასრულდა. ფედერერმა მერვედ ითამაშა მშობლიური ბაზელის ტურნირის ფინალში და მეხუთედ მოიგო მთავარი პრიზი. სულ კი, როჯერის ანგარიშზე 68 ტიტული მოდის.

ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო ტურნირი ვალენსიაში, სადაც მთავარი სენსაციები ნახევარფინალურ ეტაპზე მოხდა, როცა ესპანელმა მარსელ გრანოლერსმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ბრძოლას, ხოლო არგენტინელმა ხუან მონაკომ ტურნირის პირველ ნომერს - ესპანელ დავიდ ფერერს მოუგო.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, მისი ბედი სამ სეტში გადაწყდა. მეტოქეებმა პარტიები გაცვალეს, რის შემდეგაც, გადამწყვეტ სეტში მონაკომ 4:2 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ გრანოლერსმა ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, იქ კი 7:3 გაიმარჯვა.

სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ საბოლოო ანგარიში იყო - 6:2, 4:6, 7:6(3) გრანოლერსის სასარგებლოდ. ესპანელმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო, რისთვისაც 500 სარეიტინგო ქულა და 325 ათასი ევრო მიიღო. შარშან, გრანოლერსი ვალენსიაში ფინალში თამაშობდა, მაგრამ თანამემამულე დავიდ ფერერთან დამარცხდა.

Swiss Indoors

ბაზელი (შვეცარია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 654 486 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 6:3.

Valencia Open

ვალენსია (ესპანეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 832 675 დოლარი

ფინალი

მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ხუან მონაკო (არგ) 6:2, 4:6, 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა