ფედერაციის თასის ფინალში რუსებმა მოსკოვში მიიღეს ჩეხეთის ნაკრები, მაგრამ საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენება ვერ შეძლეს
გასული კვირა მდიდარი იყო საჩოგბურთო მოვლენებით, რომელთაგანაც გამორჩეული გახლდათ ქალთა გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ფინალი მოსკოვში. რუსეთის ნაკრებმა შინ მიიღო ჩეხეთი და ვერ შეძლო საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენება.

პირველი დღის შემდეგ საერთო ანგარიში იყო - 1:1. კვირას პირველები კორტზე გუნდების ლიდერები - სვეტლანა კუზნეცოვა და მსოფლიოს მეორე ჩოგანი - პეტრა კვიტოვა გამოვიდნენ. რუსმა უკეთ დაიწყო შეხვედრა და უიმბლდონის ჩემპიონს პირველი სეტი 6:4 მოუგო, მეორეში კი კვიტოვა დომინირებდა და მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო კუზნეცოვას.

გადამწყვეტ პარტიაში ჩეხეთის ნაკრები სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, რადგან კუზნეცოვამ 3:0 წაიყვანა ანგარიში. მასპინძლებისთვის ამ შეხვედრის მოგება, პრაქტიკულად ტიტულის მოგებას ნიშნავდა, მაგრამ კვიტოვამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და მეორე ქულა მოუტანა თავის გუნდს.

ამის შემდეგ კორტი გუნდების მეორე ნომრებს - ანასტასია პავლიუჩენკოვასა და ლუსი საფაროვას დაეთმოთ. საფაროვა ცუდ ფორმაში შეხვდა ფინალს და ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი წააგო.

პავლიუჩენკოვამ პირველ სეტში ორი ბრეიკი გააკეთა, მეორეში - ერთი და ამის ხარჯზე იოლად მოიგო - 6:2, 6:4. ფინალში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 2:2 და ყველაფერი წყვილების შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა.

გადამწყვეტი მატჩი რუსების დუეტმა - მარია კირილენკომ და ელენა ვესნინამ კარგად დაიწყო - მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ეს მასპინძლების ბოლო წარმატება აღმოჩნდა მატჩში. ჩეხებმა - ლუსი ჰრადეცკამ და კვეტა პეშკემ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღეს და სეტი 6:4 მოიგეს.

მეორე პარტია სტუმრებისთვის უფრო იოლად წარიმართა - პეშკემ და ჰრადეცკამ ნაადრევი ბრეიკით 3:1 წაიყვანეს ანგარიში, 4:2-ზე კი ზედიზედ ორი გეიმი მოიგეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 6:4, 6:2.

ჩეხეთმა ფედერაციის თასის ფინალი 3:2 მოიგო და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა ამ პრესტიჟულ პრიზს.

რუსეთი-ჩეხეთი 2:3

0:1 კირილენკო-კვიტოვა 2:6, 2:6

1:1 კუზნეცოვა-საფაროვა 6:2, 6:3

1:2 კუზნეცოვა-კვიტოვა 6:4, 2:6, 3:6

2:2 პავლიუჩენკოვა-საფაროვა 6:2, 6:4

2:3 კირილენკო/ვესნინა-ჰრადეცკა/პეშკე 4:6, 2:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა