ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნიუ იორკის მარათონი

ნიუ იორკის მარათონი

ნიუ იორკის სახელგანთმული მარათონი აფრიკელი მორბენლების ტრიუმფით დასრულდა
ნიუ იორკის სახელგანთმული მარათონი აფრიკელი მორბენლების ტრიუმფით დასრულდა. ეს ლეგენდარული გარბენი 1970 წლიდან იღებს სათავეს და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ვარსკვლავისთვის დიდი პატივია.

წელსაც აქ უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: შარშანდელი ჩემპიონი, ეთიოპიელი გებრე გებრმარიამი, ბოსტონის მარათონის ჩემპიონი, კენიელი ჯეფრი მუტაი, მისი მოგვარე - ემანუელ მუტაი და სხვ. სულ სტარტზე 47 ათასი სტაიერი გავიდა.

ჯეფრი მუტაიმ წელს ბოსტონის მარათონი სარეკორდო დროში მოიგო და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ არ ცნო ეს დრო, რადგან ბოსტონში ხშირია დაღმართები და ის არ გახლავთ სტანდარტული ტრასა.

ჯეფრიმ დაადასტურა ფავორიტის სტატუსი, თანაც ეს ძალიან იოლად გააკეთა. თავიდან შვიდი მორბენლისგან შემდგარი ჯგუფი დაწინაურდა, რომელშიც ორივე მუტაი და გებრმარიამიც იყვნენ. ამათგან პირველმა სერიოზული შეტევა ჯეფრი მუტაიმ წამოიწყო. ამ სვლამ გაამართლა და კენიელის დაწევა ფინიშამდე ვერავინ შეძლო. გამარჯვებულმა ისეთი ტემპი განავითარა, რომ საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასულ მოგვარეს - ემანუელ მუტაის წუთი და 22 წამი მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ჯეფრი მუტაის დრო - 2 საათი, 5 წუთი და 6 წამი ნიუ იორკის მარათონის ახალი რეკორდია. ამ გამარჯვებისთვის კენიელმა 200 ათასი დოლარი მიიღო. სხვათა შორის, ის 2002 წლის შემდეგ პირველი სტაიერია, ვინც ერთ სეზონში ბოსტონისა და ნიუ იორკის მარათონები მოიგო.

მესამე ადგილზე გავიდა ოლიმპიური პრიზიორი - ეთიოპიელი ცეგაი კებედე და მხოლოდ მეოთხე იყო შარშანდელი გამარჯვებული გებრე გერბმარიამი.

ქალებს შორის მთელი მარათონის განმავლობაში ლიდერობდა კენიელი მერი კეიტანი, მაგრამ ფინიშზე მას ორმა ეთიოპიელმა გაუსწრო. გაიმარჯვა ფირეჰივოტ დადომ (2:23.15), ბრინჯაო მიიღო ბეზუნეშ დებამ (2:23.19).

ამასობაში, მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულზე. მამაკაცებსა და ქალებს შორის ფინალური სამეულები სამკვირიანი წილისყრის შედეგად გამოვლინდა.

პრემიის ლაურეატებს 12 ნოემბერს გალა-წარმოდგენაზე გაარკვევენ.

მამაკაცებს შორის წლის სპორტსმენის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ: სპრინტერები იოჰან ბლეიკი და უსაინ ბოლტი (ორივე იამაიკა) და მორბენალი დავიდ რუდიშა (კენია). ქალებს შორის ნომინანტები არიან: ბირთვის მკვრელი ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია), მორბენლები ვივიან ჩერუიოტი (კენია) და სალი პირსონი (ავსტრალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტე გუნდმა გამოაგდო

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება