1996-98 წლებში დაბადებულ თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ტურნირზე, ჩვენებმა 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს
ამ უქმეებზე ერევანმა სახელოვანი მწვრთნელის - რაზმიკ კარაპეტიანის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა 1996-98 წლებში დაბადებულ თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის. იქ საქართველოდან ამ ასაკის ნაკრებიც გამოდიოდა 8 მონაწილით, მათი საერთო მონაგარი კი 7 მედალია - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

სასიამოვნოა, რომ ორ წონაში - 42-სა და 76-ში ქართული ფინალები გაიმართა. პირველში აჭარელმა ირაკლი მხეიძემ ამბროლაურელი ლაშა აბუთიძე დაამარცხა, რომელიც თბილისში ვარჯიშობს და დედაქალაქის სახელით გამოდის, მეორეში კი საგარეჯოელმა ლევან ბოჭორიძემ რუსთაველ საბა ჩიხლაძეს მოუგო. ამათ გარდა ჩემპიონები ასევე აჭარის წარმომადგენელი რამაზ ზოიძე (46) და რუსთაველი ნიკა მელიქიშვილი (100) გახდნენ, მესამეზე კი ტარიელ გაფრინდაშვილი (63) გავიდა, თუმცა გუნდის მწვრთნელი ელგუჯა ქობესაშვილი ამას მსაჯთა არაობიექტურობით ხსნის.

გუნდში უმედლოდ ერთადერთი მონაწილე დარჩა - ზუგდიდელი გიორგი ბოხუა, თუმცა ბრინჯაოსთვის მანაც იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთეზე დარჩა. ქობესაშვილი მის წაგებაშიც მსაჯებს ადანაშაულებს. უახლოეს დღეებში ჩვენი ჭაბუკი "თავისუფლები" ისევ ესტუმრებიან ერევანს, სადაც ახლანდელზე ბევრად უფრო დიდი და მასშტაბური ტურნირი იმართება - მასში ირანის, დაღესტანის და ამ დონის ძლიერი გუნდები მონაწილეობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო