გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს აღარ აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე რომელიმე გერმანული კლუბში მიიწვევენ
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს აღარ აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე რომელიმე გერმანული კლუბში მიიწვევენ და მწვრთნელად დანიშნავენ. მოგეხსენებათ, 50 წლის ლოთარი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ რომელიმე გერმანული კლუბი დაეინტერესებინა და ბუნდესლიგაში მუშაობა დაეწყო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ახლა კი, მათეუსმა სამშობლოში მუშაობაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია.

"ვიცი, რომ გერმანიაში მწვრთნელად არავის ვჭირდები. მივხვდი, რომ ეს უტოპიაა, თუმცა ვერ ვხდები, რატომ. ასეა თუ ისე, ფაქტია, შანსი იმისა, რომ ბუნდესლიგაში ვიმუშავო, 5 პროცენტზე მეტი არ არის," - აცხადებს გაზეთ "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მათეუსი, რომელიც ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

ლოთარის აზრით, გერმანული კლუბების მიერ მისი უყურადღებოდ დატოვება პირველ რიგში მისი არეულ-დარეული პირადი ცხოვრების ბრალია. "სამწუხაროდ, გერმანიაში ბევრ ისეთ დეტალს აკვირდებიან, რაც წესით გათვალისწინებული არ უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, ბევრ გუნდს მარტო იმიტომ არ ვუნდივარ, რომ უკვე სამი ცოლი მყავდა. გარდა ამისა, გერმანიაში ჩემს სახელს ყველა "ბაიერნთან" აიგივებს, მიუნხენურ კლუბში არავინ მეპატიჟება, სხვებს კი ისევ "ბაიერნის" გამო არ ვუნდივარ. რეკორდმაისტერმა ამ მხრივ ძალიან მავნო," - ამბობს მათეუსი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ლოთარის მომდევნო გაჩერება სამწვრთნელო ასპარეზზე ისევ უცხოეთი იქნება.

ცოტა ხნის წინ, მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კარლსრუეში" მწვრთნელი გააგდეს და რამდენიმე გაზეთმა დაწერა, შესაძლოა, ალექსანდრე იაშვილის გუნდს ლოთარ მათეუსი ჩაუდგეს სათავეშიო, რის შემდეგაც "კარლსრუეს" პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, ლოთარს შანსი არ აქვს, რომ თუნდაც მეორე ბუნდესლიგის გუნდში დაინიშნოს, მე მასზე ერთი წამითაც არ მიფიქრიაო.

"ასეთი განცხადებებით ჩემი სახელის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას ვთხოვ, დამიცვან. ბოლოს და ბოლოს მე გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ვარ, - განრისხებულია მათეუსი, - არ მესმის, რატომ მომიხსენიებენ ასე, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვისაც მე არ ვჭირდები, არც მე მჭირდება. არაერთი შემოთავაზება მაქვს და სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა