"ფერარის" პრეზიდენტმა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას მორიგი ულტიმატუმი წაუყენა
"ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ მორიგი ულტიმატუმი წაუყენა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას.

"ფორმულა 1 კვლავაც რჩება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მაგრამ "ფერარის" გარეშე არ იქნება ფორმულა 1 და "ფერარიც" სულ სხვა იქნებოდა ფორმულა 1-ის გარეშე, - ამბობს იტალიელი ფუნქციონერი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ჩვენ ძალიან დამთმობნი ვართ. მაგრამ არსებობს პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში გავაგრძელებთ ჩემპიონატში მონაწილეობას. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მხოლოდ მარკეტინგული მოსაზრებებით არ ვხელმძღვანელობთ, არამედ ვცდილობთ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს სერიულ ავტომობილებში".

დი მონტეძემოლო ითხოვს სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებაზე აკრძალვის გაუქმებას. "დღეს ბოლიდის წარმატება 90 პროცენტით არის დამოკიდებული აეროდინამიკაზე (ამ მხრივ "ფერარი" საგრძნობლად ჩამორჩება "რედ ბულს"), - ამბობს "სკუდერიას" შეფი. - ფორმულა 1 რჩება ერთადერთ სახეობად, სადაც სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარება აკრძალულია".

იტალიელმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ გუნდების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და მიზეზად "ფერარის" აკადემიის ახალგაზრდა პილოტების დახმარების პროგრამა დაასახელა. "ჩვენ ვქმნით მანქანებს და არა ვერტმფრენებს, რაკეტებსა თუ თვითმფრინავებს, - აგრძელებს "ფერარის" პრეზიდენტი. - დიახ, ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ სიტუაციას, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ამასთან, ისეთ

მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, როცა არ შეგვიძლია შანსი მივცეთ ახალგაზრდა თაობას".

რა თქმა უნდა, დი მონტეძემოლომ არ დაივიწყა თავისი იდეაფიქსი - ძლიერი გუნდების მიერ მესამე ბოლიდის გამოყვანის შესაძლებლობა. "დაგვიჯერეთ, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ფორმულა 1-ის ინტერესებსაც ვიცავთ, - ამბობს იტალიელი. - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გაზრდის ინტერესს გულშემატკივრების, პრესისა და სპონსორების მხრიდან, რადგან რბოლებში მეტი კონკურენტუნარიანი მანქანა მიიღებს მონაწილეობას და არა ისეთები, რომლებიც ორი წრის შემდეგ რამდენიმე წამს აგებენ".

ინტერვიუს დასასრულს მან გააფრთხილა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა, რომ უახლოეს წლებში არ არის გარანტირებული ჩემპიონატში "ფერარის" მონაწილეობა.

"ჩვენს პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, - აღნიშნა დი მონტეძემოლომ. - თუ ფორმულა 1-ის ხელძღვანელობას სურს "ფერარის" "დიდ

პრიზებში" ხილვა, მაშინ უნდა დააბრუნოს წინა პლანზე მოწინავე ტექნოლოგიები. დანახარჯებს კი ჩვენ მივხედავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ფორმულა 1-ში ჩვენ კონსტრუქტორები ვართ და არა სპონსორები".

უნდა აღინიშნოს, რომ "ფერარის" ხელმძღვანელობა პირველად არ ითხოვს გუნდების ბიუჯეტების გაზრდას. ახლა რამ აიძულა დი მონტეძემოლო ასეთი მკვეთრი განცხადების გასაკეთებლად? ბუნებრივია, ამის მიზეზი გახლავთ არადამაკმაყოფილებელი შედეგები, რის გამოც გუნდი სერიოზულ უკმაყოფილებას გრძნობს სპონსორების მხრიდან.

2009 წლიდან მოყოლებული "ფერარი" მესამე ადგილზე ზემოთ არ ასულა და ვერც წელს მოახერხებს ამის გაკეთებას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მაღალი დონის კონსტრუქტორი იპოვნოს, მარანელოში გადაწყვიტეს ბიუჯეტის გაზრდის გზით წავიდნენ. თუ ფედერაცია და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა იტალიელთა ნებას დაყვებიან, მაშინ კონკურენტუნარიანი გუნდების რიცხვი შემცირდება, რაც "ფერარის" აძლევს შანსს.

თუმცა ინტერვიუდან მეორე დღეს "ფერარიში" სიტუაციის დაწყნარება სცადეს და განაცხადეს, რომ დი მონტეძემოლოს სიტყვები არასწორად იყო აღქმული. "დი მონტეძემოლოს შენიშვნებში ზოგიერთმა ერთგვარი ულიმატუმი და მუქარა დაინახა. მაგრამ "ფერარი" გარწმუნებთ, რომ მგავსი არაფერი ყოფილა ნაგულისხმები", - წერია გუნდის პრესცენტრის განცხადებაში.

დი მონტეძემოლოს ინტერვიუში კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია შევიტყვეთ. ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობენ ბრაზილიელი ფელიპე მასას სუსტ გამოსვლასა და შესაბამისად, მისი სავარაუდო შემცვლელების შესახებ.

მაგრამ "სკუდერიას" შეფმა ცალსახად მიანიშნა ყველას, რომ მასა 2012 წელს იტალიურ გუნდში იქნება და კვლავ გაუწევს პარტნიორობას ესპანელ ფერნანდო ალონსოს.

"შეიძლება ვინმეს ეს არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენს გუნდში ცვლილებები არ იქნება, თუმცა ცვლილება აუცილებელია თავად ფორმულა 1-ში", - განაცხადა ლუკა დი მონტეძემოლომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...