ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "რეინჯერსმა" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო
საინტერესო და რაც მთავარია, სასიხარულო ამბავი შეიტყვეს ჰოკეის, კერძოდ კი სიდნი კროსბის გულშემატკივრებმა. "პიტსბურგის" კაპიტანმა და კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა გუშინ განაცხადა, რომ შესაძლებელია მისი თამაში "პინგვინების" მომდევნო მატჩში, რომელიც პარასკევს "დალასის" წინააღმდეგ გაიმართება.

"დიახ, ეს შესაძლებელია. თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია", - აღნიშნა კროსბიმ, რომელიც უკვე ცხრა თვეა გადის ტვინის შერყევის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს.

ახლა კი, როგორც ყოველ ოთხშაბათს, გასული კვირის ლაურეატებს გაგაცნობთ.

კვირის გუნდი. ნიუ იორკ რეინჯერსი

ნიუიორკელები განახლებულ "მედისონ სკვერ გარდენში" დაბრუნდნენ, სტაბილურობა მოიპოვეს და ოთხმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს. ყველაზე შთაბეჭდავი გამარჯვება მათ "სან ხოსეს" წინააღმდეგ მოიპოვეს - 5:2. საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის - ტორტოლერას გუნდის თამაში მართლაც შთამბეჭდავი იყო. მასპინძლებმა მოედნის ყველა მონაკვეთზე აჯობეს მეტოქეს და დამაჯერებლად გამოიყენეს საკუთარი შანსი.

"რეინჯერსის" ყველაზე პრობლემური მეტოქე ამჟამად კრიზისში მყოფი "ანაჰაიმი" იყო, რომელიც ნიუიორკულმა კლუბმა მხოლოდ ბულიტების სერიაში დაამარცხა - 2:1. სამაგიეროდ, სწორედ "რეინჯერებმა" შეწყვიტეს "მონრეალის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია (5:3), რის შემდეგაც "ვინიპეგსაც" გაუსწორდნენ - 3:0.

საბოლოოდ, გუნდი პლეი ოფის ზონაში შევიდა და თან ორი და ერთი მატჩით ნაკლები აქვს, ვიდრე "პიტსბურგსა" და "ფილადელფიას".

ტურის სამი ვარსკვლავი

1. ჯოშ ჰარდინგი (მინესოტა). გვერდს ვერ ავუვლით "მინესოტას" წარმატებას, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას კვირის გუნდის სტატუსზე. "ველურებმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს - დაამარცხეს "სენტ ლუისი", "ვანკუვერი" და ორჯერ "დეტროიტი", რითაც კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ.

ამ სერიის ერთ-ერთი გმირი გახდა 27 წლის მეკარე ჯოშ ჰარდინგი, რომელიც ოთხივე მატჩში იღებდა მონაწილეობას. არც ერთ შეხვედრაში კანადელ მეკარეს ერთზე მეტი შაიბა არ გაუშვია, "დეტროიტთან" კი "შათაუტის" შესრულებაც შეძლო.

ამ მეკარისთვის ასეთი წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია, რადგან 2010-11 წლების სეზონის წინ მან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი ჩემპიონატი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, "მინესოტამ" მაინც გააფორმა მასთან ერთწლიანი და 750-ათასიანი კონტრაქტი. თუ ჰარდინგი ასევე გააგრძელებს თამაშს, ხელფასის მომატებაზე სერიოზული პრეტენზია ექნება. ცნობისთვის, გუნდის პირველი მეკარე ნიკლას ბექსტრიომი 6 მილიონს იღებს.

2. ლუი ერიქსონი (დალასი). არც ისე პოპულარული, მაგრამ ძალიან ეფექტური ფორვარდი ლუი ერიქსონი აგრძელებს ქულების დაგროვებას და "დალასს" დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობის შენარჩუნებაში ეხმარება. 26 წლის ჰოკეისტმა გასულ კვირას შვიდი ქულა დააგროვა - სამი შაიბა გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.

საერთოდ, ერიქსონს 13 მატჩში 15 ქულა აქვს და თავისუფლად შეუძლია შედეგიანობის პირადი რეკორდი (73 ქულა) გააუმჯობესოს, რომელიც გასულ სეზონში დაამყარა.

3. ნიკლას ბექსტრიომი (ვაშინგტონი). შვედი ზედიზედ ოთხი მატჩია მინიმუმ ორ ქულას აგროვებს მატჩში. ბექსტრიომმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ანაჰაიმთან" მატჩში, როცა საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე გაიტანა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი დამატებით დროში გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

გარდა ამისა, ბექსტრიომმა გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა "კაროლინასთან" 5:1 მოგებულ მატჩში და ორი გოლი შეაგდო "აილენდერსთან" შეხვედრაში, რომელიც დედაქალაქელებმა 3:5 წააგეს.

ამჟამად შვედს 13 პასი აქვს და ამ მხრივ ლიგაში ლიდერობას იყოფს, ხოლო 18 ქულით მესამეა ბომბარდირთა დავაში.

ბოსტონი-აილენდერსი 6:2

3:2, 0:0, 3:0

გოლები: 1:0 პუიო-1 (კერონი-1), 1:1 მოულსონი-3 (სტაიოსი-3, გრაბნერი-1), 2:1 ჰორტონი-3 (ხარა-8, კრეისი-3), 3:1 სეგუინი-8 (პ. ბერეჟრონი-8, მარჩანდი-5), 3:2 გრაბნერი-4 (ტავარესი-5, მოულსონი-4), 4:2 ლუჩიჩი-7 (ჰორტონი-4, კრეისი-4), 5:2 ჰორტონი-4 (კორვო-4, საიდენბერგი-3), 6:2 კრეისი-3 (ხარა-9, ლუჩიჩი-6).

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 4:2

0:0, 3:1, 1:1

გოლები: 0:1 ჯ. ჯონსონი-4 (დაუტი-3, კოპიტარი-10), 1:1 ჯ. ტორნტონი-4 (მარლო-7, პაველსკი-7), 2:1 მარლო-4 (დ. ბოილი-8, ქლოუ-7), 3:1 დ. ბოილი-1 (პაველსკი-8, მარლო-8), 4:1 კუტური-6 (ვლასიჩი-3, ჯ. ტორნტონი-9), 4:2 კოპიტარი-8 (დაუტი-4, კუიკი-1).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი* 15 9 3 3 21

2. ტორონტო* 14 9 4 1 19

3. ვაშინგტონი* 12 9 3 0 18

4. ფილადელფია 14 8 4 2 18

5. რეინჯერსი 13 7 3 3 17

6. ბაფალო 13 8 5 0 16

7. ტამპა ბეი 14 7 5 2 16

8. ფლორიდა 13 6 4 3 15

9. ოტავა 15 7 7 1 15

10. ნიუ ჯერსი 12 6 5 1 13

11. კაროლინა 14 5 6 3 13

12. მონრეალი 13 5 6 2 12

13. ბოსტონი 13 6 7 0 12

14. ვინიპეგი 14 5 7 2 12

15. აილენდერსი 12 4 6 2 10

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. დალასი* 13 10 3 0 20

2. ჩიკაგო* 14 8 3 3 19

3. ედმონტონი* 13 8 3 2 18

4. სან ხოსე 13 8 4 1 17

5. მინესოტა 13 7 3 3 17

6. ფინიქსი 13 7 4 2 16

7. ნეშვილი 13 7 4 2 16

8. ლოს ანჯელესი 14 6 5 3 15

9. კოლორადო 14 7 6 1 15

10. ვანკუვერი 15 7 7 1 15

11. დეტროიტი 12 6 5 1 13

12. კალგარი 13 6 6 1 13

13. ანაჰაიმი 14 5 6 3 13

14. სტ. ლუისი 13 6 7 0 12

15. კოლამბუსი 14 2 11 1 5

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ფილ კესელი (ტორ) 21 (10+11)

კლოდ ჟირუ (ფილ) 19 (9+10)

ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 18 (8+10)

დანიელ სედინი (ვან) 18 (6+12)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 18 (5+13)

ჰენრიკ სედინი (ვან) 18 (5+13)

ჯო პაველსკი (ს-ხოს) 17 (9+8)

ჯოფრი ლუპული (ტორ) 16 (8+8)

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 16 (8+8)

გოლები

ფილ კესელი (ტორ) 10

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 10

ჯეიმს ნილი (პიტ) 9

ჯო პაველსკი (ს-ხოს) 9

კლოდ ჟირუ (ფილ) 9

მილან მიხალეკი (ოტა) 9

პასები

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 13

ჰენრიკ სედინი (ვან) 13

მ-ა. ბერჟერონი (ტ-ბეი) 13

ალექსანდრ ედლერი (ვან) 12

ერიკ კარლსონი (ოტა) 12

დანიელ სედინი (ვან) 12

კრის ლეტანგი (პიტ) 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს