“დე ტელეგრააფმა” მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, ბერტ ვან მარვიიკი “ნარინჯისფრებს” 2016 წლამდე უხელმძღვანელებსო
ჰოლანდიურმა გამოცემა “დე ტელეგრააფმა” ბერტ ვან მარვიიკის აგენტზე დაყრდნობით მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის თავკაცთან შეთანხმებას მიაღწია და სპეციალისტი “ნარინჯისფრებს” 2016 წლამდე უხელმძღვანელებსო.

ინფორმაცია მოულოდნელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ვან მარვიიკს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება ჩემი სტილი არ არის, ამიტომ ევრო 2012-ის შემდეგ ჩემ მაგივრად ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევსო.

ბერტი ქვეყნის მთავარ გუნდს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავკაცობს და 2010-ში გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. წარმატებულად იმუშავა ვან მარვიიკმა 2012-ის შესარჩევ ციკლშიც: მისმა გუნდმა საგზური ვადამდე მოიპოვა და შთამბეჭდავი თამაშის წყალობით ჟურნალისტების მიერ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად მომავალი დიდი ბატალიების უმთავრეს ფავორიტად სახელდება.

ახლა კი ჰოლანდიურ საკლუბო თემატიკაზე გადავიდეთ: “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა იანვარში ეურელიო გომესთან განშორებას რომ აპირებს, რა ხანია, ცნობილია. მიზეზი 30 წლის ბრაზილიელის ჰარი რედნაპთან კონფლიქტია. გომესის შეძენის მსურველი მისი ყოფილი კლუბი “ეინდჰოვენია”.

პსვ ამჟამინდელი ძირითადი მეკარის, შვედი ანდრეას ისაკსონის შემცვლელს ეძებს, ვის კონტრაქტსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის. გომესი ეინდჰოვენელთა ღირსებას 2004/08 წლებში იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა