"საბერძნეთში კრიზისმა საფეხბურთო კლუბებიც აზარალა, უკვე მეორე თვეა ხელმძღვანელობა ხელფასებს ვერ გვისტუმრებს"
ფინანსურმა კრიზისმა საბერძნეთი არია, ხალხი ცხოვრების ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო და ეს ყოველივე, ცხადია, ფეხბურთსაც დაეტყო.

საბერძნეთის სუპერლიგის "პანიონიოსის" ქართველი მცველი დავით კვირკველია ამბობს, რომ კრიზისის გამო, შესაძლოა, გუნდიც დატოვოს და ქვეყანაც.

"საბერძნეთში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რაც აბსოლუტურად ყველა სფეროსა და ორგანიზაციას დაეტყო. კრიზისმა საფეხბურთო კლუბებიც აზარალა, მათ შორის, "პანიონიოსიც". უკვე მეორე თვეა, ხელმძღვანელობა ხელფასებს ვერ ისტუმრებს და ჯერჯერობით დამაიმედებელიც არაფერი გვესმის.

დეკემბრამდე კლუბში დავრჩები, მაგრამ მერე ჩვენს ურთიერთობას გადავხედავ. ასეთ ვითარებაში დარჩენა შეუძლებელია, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ კლუბის შესყიდვა ძლიერ ბიზნესჯგუფს სურს. ამიტომ არ ვჩქარაობ, ვითარება გაირკვევა და მეც ამის შესაფერისად მოვიქცევი" - გვითხრა კვირკველიამ და დასძინა, რომ სხვა ქვეყანაში სიამოვნებით ითამაშებდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული მიწვევა არ ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა