გამარჯვებით დაიწყო საშინაო მასტერსი ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვის
მეორე წრის მატჩებით განახლდა მასტერსის სერიის ბოლო ტურნირი პარიზში. დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ესპანელი ფერნანდო ვერდასკო.

პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, ბერდიხს მეორე პარტიაში პრობლემები შეექმნა - 5:2-ზე მან ზედიზედ სამი გეიმი წააგო, მაგრამ, ბოლოს მაინც მოახერხა მესამე ცდიდან მატჩზე ჩაწოდება და 6:3, 7:5 გაიმარჯვა. ჩეხმა ჩოგბურთელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და კარიერაში მეცხრედ დაამარცა ვერდასკო.

ფერნანდოსგან განსხვავებით გაუმართლა კიდევ ერთ ესპანელ ჩოგბურთელს - ფელისიანო ლოპესს, რომელიც მასპინძელ მიკაელ ლოდრას ხვდებოდა. პირველ სეტში ფელისიანომ ურთულესი ტაი-ბრეიკი 9:7 მოიგო, მეორე პარტიაში კი ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საათსა და 38 წუთში 7:6, 6:3 გაიმარჯვა, რითაც მომდევნო წრეში ფრანგ გაელ მონფილსთან შეხვედრის უფლება მიიღო.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა უკრაინელი სერგეი სტახოვსკისა და იაპონელი კეი ნიშიკორის მატჩში. აზიელმა გასულ კვირას თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, მაგრამ ამჯერად ვერაფერი გააწყო უკრაინელის წინააღმდეგ და ორ სეტში წააგო - 4:6, 3:6.

ნიშიკორიმ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ეს მარცხი, რადგან 14 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ორის გამოყენება შეძლო.

წააგო კიდევ ერთმა ფრანგმა - ჟულიან ბენეტო ენდი როდიკთან მატჩში თითო სეტში თითოჯერ იღებდა მეტოქის მოწოდებას, რასაც ამერიკელი ორი ბრეიკით პასუხობდა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა საათსა და 22 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა. ამ მატჩში კარგად იმუშავა როდიკის მთავარმა იარაღმა - მოწოდებამ. როდიკის ანგარიშზე 9 ეისი მოდის.

გამარჯვებით დაიწყო საშინაო მასტერსი ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვის. მასპინძელს პრობლემა არ ჰქონია ესპანელი გილერმო გარსია ლოპესის წინააღმდეგ. ცონგამ ცხრა ეისისა და სამი ბრეიკის წყალობით 6:3, 6:4 მოუგო მსოფლიოს 64-ე ნომერს და შემდეგ წრეში გავიდა. სხვათა შორის, ეს იყო ცონგას საიუბილეო - 50-ე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელმა ჯონ ისნერმა და შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ შემოგვთავაზეს, რომელშიც ორი ტაი-ბრეიკი გათამაშდა და ბოლო შემოკლებულ გეიმში უფრო იღბლიანი ამერიკელი ჩოგბურთელი აღმოჩნდა. ჩოგბურთელებმა ორი საათი 56 წუთი დაჰყვეს კორტზე და ისნერმა 20 ეისის ხარჯზე 6:7, 7:5, 7:6 გაიმარჯვა.

დღის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა მასპინძელმა რიშარ გასკემ ორ სეტში დაამარცხა სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი. ფრანგმა პირველი სეტი ნაადრევი ბრეიკის წყალობით მოიგო - 6:4, მეორე პარტიაში კი 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ანდერსონმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა იქ უფრო იღბლიანი გასკე აღმოჩნდა, რომელმაც 7:4 მოიგო შემოკლებული გეიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა