საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში ბელგიაში ითამაშებს. მან ჩემპიონ "შარლერუასთან" გააფორმა კონტრაქტი. ეს გუნდი 2010-11 წლების სეზონში ევროთასზე ითამაშებს, თუმცა...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში ბელგიაში ითამაშებს. მან ჩემპიონ "შარლერუასთან" გააფორმა კონტრაქტი. ეს გუნდი 2010-11 წლების სეზონში ევროთასზე ითამაშებს, თუმცა...

- თორნიკე "შარლერუას" ორწლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდა, თუმცა ამ სეზონში იგი იჯარის წესით "პეპინსტერში" ითამაშებს. მომდევნო სეზონში კი "შარლერუას" ღირსებას დაიცავს, - გვითხრა შენგელიას მენეჯერმა ლევან მიქელაძემ.

ლევანმა ასევე ილაპარაკა ბელგიის ჩემპიონატსა და უშუალოდ გუნდზე:

- "შარლერუა" ბელგიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. სწორედ აქედან წავიდა მადრიდის "რეალში" აქსელ ერველე, ხოლო NBA-ში - მუჰამედ სენე და დი ჯეი მბენგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელგიის ჩემპიონატს სკაუტები დიდ ყურადღებას აქცევენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის - ბელგიელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველობა აქვთ. რაც შეეხება "პეპინსტერს", მასშიც არიან ამერიკელები, თუმცა საჩემპიონო ამბიცია არ გააჩნია.

შარშან "შარლერუაში" ბელგიის ნაკრების უკანახაზელი ჯონათან ტაბუ თამაშობდა, რომელიც გაისად მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით "კანტუში" იასპარეზებს. ახლახან "შარლერუას" მიაშურა ბელგიის ნაკრების მეფარე კრისტოფ ბეგინმა.

- შენგელია ოქტომბერში 19 წლისა გახდება. ამ ასაკში მისთვის მთავარი სათამაშო დროა. "პეპინსტერში" თორნიკეს საკმარისი დრო ექნება და ვიმედოვნებ, შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს. გუნდთან ვარჯიშის პარალელურად იგი ინდივიდუალური პროგრამით ძლიერ სპეციალისტთანაც მოემზადება, - გვითხრა ლევან მიქელაძემ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - შარშან შენგელიამ "ვალენსიასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2011 წელს გასდიოდა...

- "ვალენსიამ" გაზაფხულზე ევროთასი მოიგო და ახლა ევროლიგისთვის ემზადება. ახალ მწვრთნელს ახალგაზრდებისთვის ნაკლებად სცალია, ება-ს ლიგაში თამაში კი სასურველი აღარაა. ამიტომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ, - გაგვარკვია მენეჯერმა.

თორნიკე შენგელია "პეპინსტერს" სანაკრებო მატჩების დასრულებისთანავე შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა