წარუმატებელი გამოდგა დიდ სპორტში ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის იან ტორპის დაბრუნება
ჯერჯერობით წარუმატებელი გამოდგა დიდ სპორტში ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის იან ტორპის დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, სინგაპურში მსოფლიოს თასის ეტაპზე აიღო სტარტი. იქ მან ორ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა - 100 მეტრზე კომპლექსურში ფინალში გავიდა და მეშვიდე მივიდა ფინიშთან, 100 მეტრზე ბატერფლაიში კი მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და კვალიფიკაცია ვერ გადალახა.

ამის შემდეგ ტორპმა პეკინში გადაინაცვლა და მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე ანალოგიურ გაცურვებში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ უფრო უარესი შედეგები აჩვენა. ავსტრალიელი ვერც ერთ ფინალში ვერ გავიდა. გუშინ ის 100 მეტრზე ბატერფლაის ნახევარფინალში მეხუთე მივიდა ფინიშთან. ტორპმა გამარჯვებულთან - იაპონელ კოსუკე ჰაგინოსთან ორ წამზე მეტი წააგო.

ამ კვირას იანი ტოკიოს ეტაპზეც აპირებს გამოსვლას. "თუ იაპონიაშიც ვერ შევძელი უკეთესი შედეგის ჩვენება, ეს ძალიან გამაწბილებს. ამ მომენტისთვის საკუთარი თავისგან უფრო სწრაფ დროს ველოდი", - განაცხადა "ტორპედომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა