"ჩელსის" ცხვირგატეხილმა მეკარე პეტრ ჩეხმა თქვა, თუ კიდევ ერთი დამცავის გაკეთება მომიწია, მაშინ უკვე ბეტმენივით ვიქნებიო
"ჩელსის" ცხვირგატეხილმა მეკარე პეტრ ჩეხმა თქვა, თუ კიდევ ერთი დამცავის გაკეთება მომიწია, მაშინ უკვე ბეტმენივით ვიქნებიო.

შეგახსენებთ: ჩეხმა ცხვირი შაბათს, "ბლექბერნთან" (0:1) მოგებულ მატჩში გაიტეხა, თუმცა ამისდა მიუხედავად, მან სამჯერ გადაარჩინა გუნდი გოლისგან. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ამბობს: "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მე შემდეგ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები, მხოლოდ დამცავი ქუდით, რომელიც უკვე ვნახე და თუ მისი გაკეთება მომიწია, უკვე ტანკისტივით კი არა, ბეტმენივით ვიქნები. არ მინდა რაიმე პროგნოზის გაკეთება - სჯობს, ექიმების ვერდიქტს დაველოდოთ". "ჩელსის" კი შემდეგი მატჩი უმნიშვნელოვანესია - შინ "ლივერპულს" მასპინძლობს.

შორია ბარსელონამდე

იაია ტურეს სურს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ისეთივე წარმატებები გაიმეოროს, რაც ესპანურ "ბარსელონას" აქვს, რომელშიც ტურე ისტლენდზე გადასვლამდე თამაშობდა. თუმცა, კოტდივუარელი იქვე დასძენს, რომ ამ ორ გუნდს შორის განსხვავება დიდია: "დიახ, ამ სეზონში ჯერჯერობით ბრწყინვალედ გამოვიყურებით, მაგრამ "ბარსელონას" დონემდე ჯერ კიდევ საკმაოდ გვიკლია.

ის ფანტასტიკური გუნდია, ხავი, ინიესტა, მესი, პიკე, დანი ალვეში - თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ზრდასა და პროგრესირებას და პირველი ნაბიჯი რაიმე პრესტიჟული ტიტულის მოგება იქნება".

წამებით განთავისუფლებული

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ სასამართლოს იმ ვერდიქტს გაუკეთა კომენატრი, რომლის თანახმადაც მოჯი ხუთი წლით "ჩასვეს". მოდი, მოვუსმინოთ თავად მოჯის: "მე არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა შესაძლო ალიბი გამოვიყენე, რომლებიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, მაგრამ... არ გაჭრა.

წამებით გამოშვებულად ვგრძნობ თავს. ვიმედოვნებ, ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა აღდგება! ასევე, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობის პოზიცია მაკვირვებს, რომელთაც თქვეს, ამ სკანდალში მონაწილეობა არ მიგვიღიაო - მოედანზე მე კი არა, ფეხბურთელები გამოდიან და მათ უნდა აგონ მარცხზე პასუხი".

კვირის გმირები

ამ კვირაში, ჩვენი აზრით, კვირის გმირები პეტრ ჩეხი და მანუელ ნოიერი არიან, რომელთაც, შესაბამისად, "ბლექბერნთან" და "ფრაიბურგთან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათმა გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით -1:0 მოიგეს. თავად ჩეხმა და გერმანელმა კიპერებმა კი მშვენივრად იასპარეზეს.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა