"რენის" 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი იან მვილა აცხადებს, რომ ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ "რენს" აუცილებლად დატოვებს
"რენის" 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი იან მვილა აცხადებს, რომ ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ "რენს" აუცილებლად დატოვებს.

"ჩემს მომავალ საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით გარკვეული ჯერ არაფერია. ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებლად "რენში" დავრჩები, შემდეგ კი საინტერესო წინადადებებს აუცილებლად განვიხილავ. ვფიქრობ, რომ კარიერაში შემდგომი ნაბიჯისთვის უკვე მზად ვარ," - თქვა მარვინმა.

ლორან ბლანის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა შეგირდმა სანაკრებო თემატიკაზეც ილაპარაკა: "უპირველესად ის უნდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, ევროპის ჩემპიონატის საგზური პირდაპირ რომ მოვიპოვეთ. ბოსნიელებმა საკმაოზე მეტად გვანერვიულეს. მათ შეეძლოთ ჩვენ პლეი ოფების მატჩებში გავეშვით. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ კონტინენტის პირველობაზე წარმატებულად გამოვალთ. ჩვენ იქ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი არა ტურნირის მოსაგებად მივდივართ".

"მარსელის" 25 წლის ცენტრალურმა მცველმა სტეფან მბიამ 14 აგვისტოს ლიგა 1-ის II ტურის შეხვედრაში "ოსერის" წინააღმდეგ (2:2) ტერფის ძვლების მოტეხილობაა მიიღო. ამ ადგილას კი, მოგეხსენებათ ბევრი წვრილ-წვრილი ძვალია, რაც ტრავმის მკურნალობას ძალიან აძნელებს.

პროვანსელთა ექიმების პროგნოზით კამერუნელის მკურნალობას დაახლოებით 5-6 თვე უნდა დასჭირვებოდა. მათდა საბედნიეროდ, პროგნოზი ძალიან პესიმისტური აღმოჩნდა. ფეხბურთელმა ტრავმა 2,5 თვეში მოირჩინა და მინდორზე დასაბრუნებლად უკვე ემზადება. დღეს ის "მარსელისა" და "არლის" ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დიდიე დეშამის გუნდი ქვედალიგელს ნაკრებებში მივლენილი ფეხბურთელების გარეშე დაუპირისპირდება. რაც შეეხება XIV ტურში "მონპელიესთან" გასვლით შეხვედრას, სტეფანი განაცხადში მოხვდება, დანარჩენი კი დეშამის გადასაწყვეტია.

"ლიონის" თავდასხმის ლიდერ ლისანდრო ლოპესს უბედურება სტეფან მბიას ტრავმიდან ცოტა ხანში ეწვია. ეს 27 აგვისტოს "მონპელიესთან" IV ტურის მატჩში მოხდა. ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა. ვარჯიში არგენტინელმა ორიოდე დღის წინ დაიწყო. "როგორც იქნა ლისანდრო გამოჯანმრთელდა. მუხლის ტკივილი მეტად აღარ აწუხებს. დატვირთვებში ხელს აღარაფერი უშლის და საერთო გუნდურ ვარჯიშებს მალე შეუერთდება. სანაკრებო პაუზების შემდეგ, იმედია, "რენთან" 18 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში მას უკვე შეეძლება გუნდის დახმარება," - განაცხადა "ლომების" დამრიგებელმა რემი გარდმა.

ამ დღეებში ესპანური პრესა წერდა, სეზონის დასრულების შემდეგ "სოშოს" 23 წლის ნახევარმცველი მარვინ მარტენი კარიერას ლა ლიგაში

განაგრძობს, რადგან საამისოდ არაერთი წინადადება აქვსო. "სოშო" ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ მარვინი უარზეა, რადგან ხვდება, რომ მის პროფესიულ ზრდას ეს არ წაადგება. "სეზონის დასრულების შემდეგ "სოშოს" დატოვებას ვაპირებ.

ესპანეთის ჩემპიონატი ძალიანაც მომწონს, მაგრამ მირჩევნია, საფრანგეთში დავრჩე, თუკი ჩვენი ჩემპიონატის წამყვანი კლუბები ჩემით დაინტერესდებიან," - განუცხადა ფეხბურთელმა "ეკიპს". ეს გარკვეულწილად შეიძლება მინიშნებადაც მივიჩნიოთ, რომ მას "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა სურს.

სეზონის დაწყებამდე ხომ დედაქალაქელებს მისი ხელში ჩაგდება ძლიერ ეწადათ, მაგრამ ამის საშუალება კლუბმა არ მისცა. "სოშომ" კარგადაც გათვალა, რადგან საფრანგეთის ნაკრებში ფანტასტიკური დებიუტის შემდეგ (უკრაინასთან 4:1-ზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა) მისი ფასი ლამის გაორმაგდა. მარტენი ლიგა 1-ში წელსაც მშვენივრად გამოიყურება - 11 შეხვედრაში მან 1 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა