ევრო 2012-ის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩების მტავარი კითხვა: ითამაშებს თუ არა ლონდონის "ჩელსის" მეკარე პეტრ ჩეხი
დღეს ევროპაში ევრო 2012-ის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება. ბრძოლას შემორჩენილი 8 ნაკრები 4 საგზურისთვის ბრძოლას იწყებს.

თურქეთი და ხორვატია ერთმანეთს ბოლოს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეხვდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი თურქებმა იყოჩაღეს.

ბოლო ოთხი ევროპის ჩემპიონატიდან თურქებმა მხოლოდ ევრო 2004 ჩააგდეს, სადაც მონაწილეობა ვერ მიიღეს. მათი ფორვარდი ბურაკ ილმაზი ბრწყინვალე ფორმაშია, თურქულ სუპერლიგაში 13 გოლი აქვს გატანილი, სწორედ ბურაკმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი აზერბაიჯანის კარში, რომელმაც თურქებს პლეი ოფის საგზური მოუტანა. ხორვატია ორჯერ თამაშობდა პლეი ოფში და ორჯერვე იმარჯვა - უკრაინას ჯამში 3:1 მოუგო და 1998 წლის მუნდიალი დაიბევა, შემდეგ ძლივს მოუგო სლოვენიას და ევრო 2004-ზე გავიდა.

ჩეხეთ-ჩერნოგორიის დაპირისპირებაში მთავარი საკითხია, ითამაშებს თუ არა "ჩელსის" მეკარე პეტრ ჩეხი, რომელმაც პრემიერლიგაში ცხვირი გაიტეხა. ექიმებმა უკვე დაუმზადეს მას სპეციალური ნიღაბი, რომელშიც ჩეხი ერთობ საინტერესო სანახავი იქნება, ნიღაბი მისთვის ტრადიციულ ჩაფხუტს დაუმაგრდება. ასე რომ, თუ თამაშს შეძლებს ჩეხი ყინულის ჰოკეის მეკარეს უფრო ემსგავსება, ვიდრე ფეხბურთელს.

მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ ტომაშ ჰუბნიკი, ასე რომ სასტარტოში გზა მის ძმა რომანს გაეხსნა. მარეკ მატეიოვსკი კიდევ ერთ დისკვალიფიცირებულს, ტომაშ ჰუბშმანს შეცვლის. ჩერნოგორიას დაუბრუნდა ბრანკო ბოშკოვიჩი, მაგრამ მარკო ბაშა კვლავ ტრავმირებულია.

ჩერნოგორია არასოდეს გასულა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თუმცა აბა როდის მოასწრებდა, საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ 2007 წლიდან გამოდის.

ესტონეთსაც არასოდეს უთამაშია მსხვილი ტურნირის ფინალურ ეტაპზე. ახლა კი ისე ახლოა მიზანთან, როგორც არასდროს. ტარმო რუუტლის აკლია ტრავმირებული სერგეი ზეიანოვი. ირლანდიელთა ვარჯიში გამოტოვა შეი გივენმა, თუმცა გოლკიპერი დღეს ტრაპატონის გუნდის კარს მაინც დაიცავს. თითქმის გამორიცხულია ტრავმირებული ჯონ ოშის თამაში.

თქმა არ უნდა, ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა პორტუგალიას ჰყავს, თუმცა კრიშტიანო რონალდოსა და კამპანიას ბოსნიელთა ასევე კარგი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, პირველ რიგში კი ედინ ჯეკო.

დღეს

ბოსნია-პორტუგალია 23:00

ბოსნია (სავარაუდო): ჰასაგიჩი - ბეშიჩი, სპაჰიჩი, მრავაცი, იაჰიჩი - რაჰიმიჩი, მედუნიანინი - პიანიჩი, მიშიმოვიჩი, ლულიჩი - ჯეკო.

პორტუგალია (სავარაუდო): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, კოენტრაო - მარტინში, მეირელეში, მოუტინიო - ნანი, პოშტიგა, რონალდო.

თურქეთი-ხორვატია 23:05

თურქეთი (სავარაუდო): ვოლკანი - გონული, სერვეთი, ეგემენი, ჰაკან ბალთა - ჰამით ალთინტოპი, ს. შაჰინი, ინანი, ემრე, არდა თურანი - ბურაკი.

ხორვატია (სავარაუდო): პლეტიკოშა - ჩორლუკა, შიმუნიჩი, ვიდა, პამიჩი - სრნა, მოდრიჩი, ვუკოევიჩი, პერიშიჩი - ედუარდო, ოლიჩი.

ჩეხეთი-ჩერნოგორია 23:15

ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი (ან დრობნი) - შივოკი, სელასიე, რ. ჰუბნიკი, კადლეცი - მატეიოვსკი, კოლარი - ჟირაჩეკი, როსიცკი, პლაშილი - ბაროში.

ჩერნოგორია (სავარაუდო): მ. ბოჟოვიჩი - ზვეროტიჩი, ძუდოვიჩი, სავიჩი, ვ. ბოჟოვიჩი - პეკოვიჩი, კასელანი - ვუკჩევიჩი, იოვეტიჩი, ბოშკოვიჩი - ვუჩინიჩი.

ესტონეთი-ირლანდია 23:45

ესტონეთი (სავარაუდო): პარეიკო - იაგერი, ტენისტე, ბარენგრუბი, კლავანი - სტეპანოვი - ვუნკი, დმიტრიევი, პური, კინკი - აჰიუპერა.

ირლანდია (სავარაუდო): გივენი - კელი, დანი, სენტ ლედჯერი, უორდი - მაკგიდი, უელანი, ენდრიუზი, დაფი - კინი, უოლტერსი.

საპასუხო მატჩები 15 ნოემბერს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა