“ფეიენოორდის” 25 წლის თავდამსხმელი გუიონ ფერნანდესი უახლოესი 2,5 თვე ვეღარ ითამაშებს
“ფეიენოორდის” 25 წლის თავდამსხმელი გუიონ ფერნანდესი უახლოესი 2,5 თვე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ტრავმა აქვს, იმიტომ, რომ ამხელა კაცს ჯერ ვერ უსწავლია, მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ უნდა გავიდეს და არა საჩხუბრად და მუშტების უადგილო ადგილას საქნევად.

მე-12 ტურში “ნაიმეგენის” (0:1) წინააღმდეგ მეტოქეს მან მუშტი ორჯერ უთავაზა. მსაჯმა ტომ ვან ზიხემმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახა, მაგრამ არაფერი გამოპარვიათ კამერებს. სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა ფერნანდესს შარშან “ექსელსიორში” თამაშის დროს ჩადენილი ანალოგიური საქციელიც გაუხსენეს, როცა ასევე მუშტებით გაუმასპინძლდა ალკმაარელ მეტოქეს, რისთვისაც 3 მატჩით დასაჯეს.

რახან ქმედება განმეორებითია, ამჯერად ფეხბურთელს 6 ტურის გამოტოვება მოუწევს. პირველი წრის დასრულებამდე კი სულ 5 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც გუნდები საშობაო-საახალწლო შვებულებაში გადიან. ჩემპიონატის 22 იანვარს განახლდება. ერთ მატჩს ის მეორე წრეშიც გამოტოვებს. თამაშის უფლება ფერნანდესს მხოლოდ მე-19 ტურში მიეცემა “აიაქსთან” 29 იანვარს დანიშნულ საშინაო შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა