საქველმოქმედო მატჩში ფორმულა 1-ის პილოტთა გუნდი მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს შეხვდა
უახლოეს უიქ ენდზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ დაბიში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება, მაგრამ სანამ პილოტები თავიანთი ბოლიდების საჭეებს მიუსხდებოდნენ, მათ საფეხბურთო ფორმები მოირგეს და მინდორზე გავიდნენ საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად.

ფორმულა 1-ის პილოტთა გუნდი მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს შეხვდა.

მოედნის ერთ მხარეს მაყურებელმა იხილა ფელიპე მასა (გუნდის კაპიტანი), ვიტანტონიო ლიუცი, სერხიო პერესი, ჟერომ დ'ამბროზიო... მეორეს მხარეს წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები - ვალტერ ძენგა, ფაბიო კანავარო, ჰიდეტოში ნაკატა, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების რამდენიმე წევრი. ვარსკვლავების მწვრთნელი გახლდათ ლეგენდარული იტალიელი მარჩელო ლიპი.

მიუხედავად იმისა, რომ პილოტებს პროფესიონალი ფეხბურთელების წინააღმდეგ უწევდათ თამაში, მათ ლიპის გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს - 4:5. დუბლი შეასრულა "ფერარის" სარეზერვო პილოტმა ჟიულ ბიანკიმ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ვარსკვლავების გუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელმა ხალდუნ ალ მუბარაქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა