აშშ-ისა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებთა ამხანაგურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

აშშ-ისა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებთა ამხანაგურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბუნებრივიცაა – მადრიდის საკალათბურთო სასახლეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდი ოლიმპიურ ჩემპიონს მასპინძლობდა. შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე დერიკ როუზის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო სროლებმა გადაწყვიტა - 86:85 ამერიკელთა სასარგებლოდ.

თამაშის ყველაზე შედეგიანი მონაწილე კევინ დურანტი გახლდათ, ვინც 25 ქულა დააგროვა და ფარიდან ასცლეტილ ბურთს 10-ჯერ დაეუფლა. მატჩის შემდეგ კი "ოკლაჰომა სიტის" ლიდერმა კმაყოფილება არა თავისი გუნდის გამარჯვებით გამოთქვა, არამედ მეტოქე ნაკრების ერთ-ერთი კალათბურთელის თამაშით.

"რიკი რუბიო ფანტასტიკური მცველია. ეს ჭაბუკი (რუბიო 19 წლისაა – ავტ.) ბურთს საუცხოოდ ანაწილებდა და ჩვენს შეტევებს წარმატებით აფერხებდა. ტექნიკური და ზოგადად, გამორჩეული მოთამაშეა. მისი შესანიშნავი გადაცემების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ", - თქვა NBA-ს ბოლო რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა.

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა