შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალთბურთო გუნდი ორი ამერიკელი ლეგიონერით, ტრეისი სმიტითა და ლარი ბლერით გაძლიერდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ორი ამერიკელი ლეგიონერით, ტრეისი სმიტითა და ლარი ბლერით გაძლიერდა. ამის შესახებ შსს-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განაცხადა.

22 წლის ცენტრ-ფორვარდი (205 სმ. და 117 კგ.), ტრეისი სმიტი 2007 წელს ამერიკის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა; იყო ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის კლუბის ძირითადი ცენტრი, რომელიც NCAA-ს ტოპ-ათეულში შედიოდა.

სმიტს კონტრაქტი თელ-ავივის "ჰაპოელთან" აკავშირებდა, სადაც გუნდის ძირითად ხუთეულში მოიაზრებოდა, თუმცა კლუბმა პირობები ვერ უზრუნველყო, რაც მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გახდა.

მიქაბერიძის განცხადებით, ტრეისის შეთავაზება მექსიკის უმაღლესი ლიგის გუნდ "სოლესიდანაც" ჰქონდა, თუმცა შსს-მ მას უკეთესი პირობები შესთავაზა და ტრეისიმაც საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

შსს-ს მეორე ამერიკელი ლეგიონერი ლარი ბლერი NCAA-ის, ფინეთის, უნგრეთისა და საფრანგეთის გუნდებში ასპარეზობდა. 183 სანტიმეტრი სიმაღლის უკანახაზელი ბოლოს საფრანგეთის პირველ დივიზიონში გამოდიოდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 24 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.5 პასი და ამდენივე ჩაჭრა იყო, ხოლო კარიერის მანძილზე ლარი ბლერის საშუალო მონაგარი 22.5 ქულას, 4.5 მოხსნას, 3.5 პასსა და 1.8 ჩაჭრას შეადგენს.

სმიტი და ბლერი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს, კვირას, 13 ნოემბერს შეუერთდებიან.

ფოტოზე: ლარი ბლერი

superleague.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა