ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2012 წელს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს ოთხჯერ დაუპირისპირდება
ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2012 წელს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს ოთხჯერ დაუპირისპირდება.

"პომები" ივნისის ტესტებისას "ბოკესთან" სამჯერ ითამაშებენ. მეოთხედ კი 10 ნოემბერს, "თვიქნემზე" უმასპინძლებენ.

ნოემბრის ტესტებს ინგლისელები 10 ნოემბერს ფიჯისთან თამაშით გახსნიან, ამას "ვოლაბებთან" ბრძოლა მოჰყვება, ერთი კვირის თავზე კი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება. პირველ დეკემბერს "პომებს" მსოფლიოს თასის მფლობელი "ოლ ბლექსი" გაუწევს მეტოქეობას.

მანამდე კი ინგლისელები ექვსი ერის გათამაშებაში ჩაებმებიან. პირველ თამაშს ისინი სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ, ერთი კვირის მერე კი რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 2012 წლის პირველ საშინაო მატჩს ინგლისის ეროვნული გუნდი 25 თებერვალს გამართავს "თვიქნემზე" უელსის ნაკრებთან.

"თუ გინდა, რომ ყველას აჯობო, მართლაც საუკეთესო უნდა იყო. ეს სწოედ ისაა, რისკენაც ინგლისის ნაკრები ისწრაფვის. სამხრეთ ნახევარსფროს ქვეყნების რაგბი ეტალონია მრავალი წლების განმავლობაში. ვიცით, რომ პლანეტაზე ისინი ბატონობენ. ამიტომ მათთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ქომაგები მოუთმენლად ელიან ტესტების დადგომას. ძალიან სასიამოვნოა უყურო როგორ ხარობენ ისინი "თვიქნემზე, ეს ნამდვილი ზეიმია" - თქვა ინგლისის ნაკრების მესამეხაზელმა ნიკ ისთერმა.

"ვოლაბების" კაპიტანი ჯეიმს ჰორვილი, რომელმაც ახალ ზელანდიაში გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევ მოუთმენლად ელის "თვიქნემზე" დაბრუნებას.

"საერთაშორისო არენაზე ცოტა რამ თუ შეედრება ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ "თვიქნემზე" თამაშს. ეს შესანიშნავი სტადიონია, რომელზეც საოცარი აურა იქმნება. ბოლოს აქ "პომებთან" 2009 წელს ვითამაშე. მაშინ ჩვენ გავიმარჯვეთ. ერთი წლის შემდეგ კი ინგლისელებმა რაგბის შესანიშნავი გაკვეთილი ჩაგვიტარეს. ასე რომ, ამ გუნდთან თამაშით მუდმივად შეიძლება ისწავლო, განვითარდე." - თქვა მან.

ნოემბრის ტესტები

10 ნოემბერი

ინგლისი-ფიჯი

17 ნოემბერი

ინგლისი-სამხრეთ აფრიკა

24 ნოემბერი

ინგლისი-ავსტრალია

1 დეკემბერი

ინგლისი-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა