ევროლიგის ოფიციალურ საიტზე "კანტუს" ქართველი კალათბურთელის ინტერვიუ გამოქვეყნდა
ტეო პაპალუკასი, ტერენს კინსი, ანდრეი კირილენკო, გიორგი შერმადინი... ასეთი თანმიმდევრობით გამოქვეყნდა ინტერვიუები ევროლიგის ოფიციალურ საიტზე. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და გავეცნოთ ხავიერ განჩედოს მიერ ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც "კანტუ" - "ოლიმპიაკოსის" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

"გიორგი შერმადინი ერთი თვე არ არის, რაც "კანტუს" შეუერთდა, თუმცა გუნდის ღირებულ კალათბურთელად იქცა. 22 წლის ქართველი ცენტრი სამი მატჩის შემდეგ წუთების მონაგართან შეფარდების კოეფიციენტით (1,03) მხოლოდ ანდრეი კირილენკოს ჩამორჩებოდა.

- ევროლიგა "კანტუსთან" ერთად კარგად დაიწყე.

- სამი კვირაა, რაც აქ ჩამოვედი. დიდებული სიტუაცია დამხვდა. ეს თამაშზეც ისახება: ყველა საშინაო მატჩი მოვიგეთ, მხოლოდ სტუმრად "კახა ლაბორალთან" დავმარცხდით. მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება თუ გვინდა, შინ ქულები არ უნდა დავკარგოთ. თუმცა, ისიც ვიცით, რომ მატჩების მოგება ნელ-ნელა უფრო გართულდება.

- "კანტუს" დაგვიანებით შეუერთდი. როგორ შეეწყვე გუნდს?

- იტალიაში ჩამოსვლისთანავე საკმარისი სათამაშო დრო მივიღე. თანაგუნდელები და მწვრთნელი ყოველმხრივ მეხმარებიან. გუნდის თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ დიდი ნდობა გამომიცხადა და მოედანზე ყოველი შებიჯებისას ვცდილობ იმედები გავუმართლო.

- წუთების დროსთან შეფარდებით შარშანდელ სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყავი. გაგვიმხილე საიდუმლო, ამას როგორ ახერხებ?

- ნამდვილად არ ვიცოდი მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლით საუკეთესოთა შორის თუ გახლდით. სტატისტიკისთვის ნამდვილად არ ვთამაშობ, ვცდილობ გუნდს რაც შეიძლება მეტ მატჩში გამოვადგე. "კანტუში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და გუნდიც მეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზებაში.

- "ნანსისთან" სადებიუტო მატჩი "კანტუს" ქომაგებისთვის პირველი იყო ევროლიგაზე დიდი ხნის შესვენების შემდეგ. როგორ დაგეხმარნენ გულშემატკივრები გამარჯვებაში?

- სავსე ტრიბუნები მხოლოდ "ნანსისთან" როდი დაგვეხმარა, ყველა მატჩში დიდ როლს თამაშობს. კანტუ პატარა ქალაქია, აქ კალათბურთი ყველას უყვარს და ქომაგები ასეთ მნიშვნელოვან მატჩებზე ყოველთვის ჩვენს გვერდში დგანან.

- ესპანეთში "კახა ლაბორალთან" კი წააგეთ, მაგრამ გამოჩნდა, რომ "კანტუ" ბრძოლისუნარიანი გუნდია.

- მეც ასე ვფიქრობ. დაცვაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ და შინ წაგებულები ამიტომაც დავბრუნდით. დაცვაში ვერც მე ვითამაშე კარგად.

"კახა ლაბორალი" დიდებული გუნდია, მაღალი კლასის კალათბურთელებით დაკომპლექტებული. ისინი წლების განმავლობაში თამაშობენ ევროლიგაზე და გამოცდილებას ტოპ-16-სა და პლეი ოფებში იღებენ... ჩვენთან გამარჯვებაშიც სწორედ გამოცდილება დაეხმარათ.

- მესამე შეხვედრაში შინ "ბილბაოს" სძლიეთ. რამ განაპირობა თქვენი მოგება?

- მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებელი იყო ბილბაოელთა დამარცხება. წინა შეხვედრისგან განსხვავებით დაცვაში ძალიან კარგად გავისარჯეთ, წარმატებაც ამან განაპირობა. გულით გავიხარეთ ისეთი სახიფათო გუნდის დამარცხებით, როგორიც "ბილბაოა", თუმცა ისიც გვესმის, რომ მთავარი ბრძოლები წინაა.

- ყველა მოგებულ მატჩში მეტოქემ 70-ზე ნაკლები ქულა ჩააგდო.

- დაცვა ყველა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ "კანტუ" მაინც გამორჩეულია - დაცვაზე ორიენტირებული გუნდია. ეს მომწონს. ჩვენი მეტოქეების მონაწილეობით უამრავ ვიდეოჩანაწერს განვიხილავთ. ვარკვევთ, ვის რა შეტევით იარაღი აქვს და ვინაა მთავარი მექულე. ჩვენს თამაშს ყოველი მატჩის შემდეგ ვხვეწთ, ბევრს ვცვლით, რაც ნამდვილად საინტერესოა. "კახა ლაბორალთან" განხორციელებულმა ცვლილებებმა "ბილბაოსთან" გამარჯვება განაპირობა.

- "პანათინაიკოსის" შემდეგ "ოლიმპიასა" და "კანტუში" სათამაშო დრო მოგემატა. კმაყოფილი ხარ?

- "ოლიმპიას" რომ შევუერთდი, თავიდან შეზღუდული დრო მქონდა, თუმცა შემდეგ წუთებმა იმატა. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სათამაშო დრო. რამდენსაც ვიმსახურებდი, მწვრთნელები იმდენს მათამაშებდნენ. ვცდილობ, ბოძებულ დროში მაქსიმუმი გავაკეთო.

- გასულ სეზონში" ოლიმპიაში" ითამაშე. რა შეგმატა სლოვენიურმა კლუბმა?

- კარგი გუნდი გვყავდა, მაღალი დონის კალათბურთელებით დაკომპლექტებული. წლეულს "ოლიმპია" შედარებით ახალგაზრდა გუნდია. შარშან შედეგიანი სეზონი გვქონდა - ევროლიგის ტოპ-16-ში გავედით, ადრიატიკის თასის ფინალში ვითამაშეთ და მოვიგეთ სლოვენიის თასი. დიდი გამოცდილება მივიღე.

- "კანტუში" გადასვლა მანუჩარ მარკოიშვილმა ხომ არ გირჩია, რომელთან ერთადაც ევრობასკეტზე ითამაშე?

- იყო მანუს ფაქტორიც. იგი მხარში ამომიდგა და მზადაა ყოველთვის დამეხმაროს. მასთან ერთად, დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, ძლიერი კალათბურთელია. მანუჩარი აქ ყველაფერს იცნობს და ჩამოსვლისთანავე დამათვალიერებინა ქალაქი. არის კიდევ ორი სასიამოვნო დეტალი: იტალიაშიც საშუალება მაქვს ქართულად ვილაპარაკო და მეორე - მოედანზე მარკოიშვილის გვერდით თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ.

- მომავალში რას უნდა ველოდეთ გიორგი შერმადინისგან?

- რთული სათქმელია. ევროლიგის წლევანდელ სეზონზე ვარ კონცენტრირებული, გვინდა ტოპ-16-ში ვითამაშოთ. ასე რომ, მომავალი მიზანი უახლოესი მატჩის მოგებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა