NBA-ის კომისრის დევიდ სტერნის ვარაუდით, ახალი ჩემპიონატი 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მოთამაშეთა პროფკავშირისა და კლუბების მფლობელების მორიგ შეხვედრაზე. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი შესთავაზა მოპირდაპირე მხარეს.

დოკუმენტის ახალ ვარიანტში გათვალისწინებულია ლიგის საერთო მოგების თანაბარად გაყოფა და სისტემურ საკითხებში რამდენიმე ცვლილება, რომელსაც პროფკავშირი ითხოვდა.

სტერნის თქმით, თუ მოთამაშეები მფლობელთა ახალ წინადადებას მიიღებენ, ლიგა 72-მატჩიან რეგულარულ ჩემპიონატს ჩაატარებს, რომელიც 15 დეკემბერს აიღებს სტარტს.

"ორი ძალიან დაძაბული დღე გვქონდა. რამდენიმე საათის წინ ჩვენ მოთამაშეებისთვის მოვამზადეთ კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რომელშიც გავითვალისწინეთ პროფკავშირების მოთხოვნები. თუ უახლოეს პერიოდში კომპრომისს მივაღწევთ, მაშინ შევძლებთ 72-მატჩიანი სეზონის ჩატარებას. ჩემპიონატის დაწყების საორიენტაციო თარიღია - 15 დეკემბერი.

ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ძალებში იყო. ახლა პასუხს პროფკავშირისგან ველით", - განაცხადა NBA-ის კომისარმა.

სტერნის ასისტენტი ადამ სილვერი დარწმუნებულია, რომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ლიგის ნებისმიერ გუნდს დაეხმარება გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.

"ლიგა უკეთესი გახდება და ყველა გუნდის გულშემატკივარი მიიღებს იმის იმედს, რომ სწორედ მისი საყვარელი გუნდი გახდება ჩემპიონი. გვჯერა, რომ ცვლილებები NBA-ის დიდ სარგებლობას მოუტანს", - ამბობს სილვერი.

დაპირისპირებული მხარეების მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება და სწორედ იქ იტყვის საბოლოო პასუხს მოთამაშეთა პროფკავშირი. მანამდე კი ამ ორგანიზაციის ლიდერებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუთქვამთ ლიგის ახალი შეთავაზების გამო.

"კლუბების მფლობელებმა სისტემურ საკითხებში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანეს. მაგრამ ამ მომენტისთვის კოლექტიური ხელშეკრულების ასეთი ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. პროფკავშირი ჯერ მზად არ არის კომპრომისისითვის", - ამბობს პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი ამბობს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ახალ ვარიანტს მოთამაშეების შეკრებაზე მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ. ასევე მისი სიტყვებით, მოუგვარებელი დარჩა დაახლოებით ორმოცამდე მეორეხარისხოვანი საკითხი: "ეს არ არის საუკეთესო წინადადება, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაცნოთ ის პროფკავშირის წევრებს, რათა მათ საკუთარი აზრი გამოთქვან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა