ანტონიო კასანოს შემთხვევამ „მილანის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ხელმძღვანელობა საგონებელში ჩააგდო

ანტონიო კასანოს შემთხვევამ „მილანის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ხელმძღვანელობა საგონებელში ჩააგდო. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ადრიანო გალიანიმ ზამთარში ახალი თავდამსხმელის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა და მწვრთნელთან შეთანხმებით სასურველი კანდიდატიც შერჩეული ჰყავს: „როსონერიმ“ „კატანიას“ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს დაადგა თვალი.

„თუ ეს სიმართლეა, მაშინ ვიტყვი, რომ „მილანის“ ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ და ვნახოთ, რა მოხდება იანვარში. ფაქტი ის არის, რომ დღეს ასი პროცენტით „კატანიაზე“ ვარ კონცენტრირებული,“ - განაცხადა 27 წლის თავდამსხმელმა „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ჩანს, „კატანიას“ პრეზიდენტი ანტონინო პულვირენტი მაქსი ლოპესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ „მილანს“ არგენტინელის ყიდვა კი არა, არენდით აყვანა უნდა, რადგან კასანო რომ დაბრუნდება, „როსონერის“ მაქსი აღარ დასჭირდება.

მაქსი ლოპესი სიცილიაში 2010 წლის იანვარში, „გრემიოდან“ გადაბარგდა და იმ სეზონის მეორე ნახევარში 17 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, რითაც საფეხბურთო ევროპას თავი შეახსენა. მიმდინარე სეზონში მას შვიდ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე არგენტინელი ცენტრფორვარდი „ბარსელონაში“, „მალიორკასა“ და „მოსკვაში“ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა