„ვოლფსბურგის“ თავკაცმა ამ სეზონში უკვე 27 ფეხბურთელი ათამაშა, რაც მაგრამ სასურველი შედეგი ვერა და ვერ მიიღო
ფელიქს მაგათს უცნაური საკადრო პოლიტიკით არაერთხელ გავუოცებივართ, „სიბერეში“ კი (მაგათი უკვე 58 წლისაა), უფრო და უფრო ხშირად გვაოცებს.

„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ამ სეზონში უკვე 27 ფეხბურთელი ათამაშა, რაც 12 ტურისთვის ძალიან ბევრია, მაგრამ სასურველი შედეგი ვერა და ვერ მიიღო - გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი ბუნდესლიგაში დღეისათვის მე-13 ადგილზეა.

...და „დესპოტი ფელიქსი“ ისევ წმენდას იწყებს! „ბილდის“ ინფორმაციით, მას 6 შეგირდი გულზე აღარ ეხატება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ექვსიდან, ხუთი გუნდში თვითონ მიიყვანა და თანაც, ცოტა ხნის წინ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფელიქსი პირველ რიგში ბერძენი მცველის, სოტირიოს კირიაკოსის გაყიდვაზე ფიქრობს. არადა, 32 წლის უკანახაზელი მაგათმა „ვოლფსბურგში“ ხუთი თვის წინ, თავისი სურვილით მიიყვანა და მაშინ კირიაკოსს საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა.

კირიაკოსთან ერთად, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდვის უმთავრესი კანდიდატია 30 წლის ჩეხი ნახევარმცველი იან პოლაკიც, რომელიც „მგლებში“ ასევე თავად მაგათმა მიიყვანა და მასზეც დიდ იმედებს ამყარებდა. „დესპოტმა ფელიქსმა“ გუნდის განაცხადიდან ორივე მათგანი ამოშალა და მოყვარულებში გადაისროლა, რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ზამთარში კირიაკოსი და პოლაკი „ვოლფსბურგს“ დატოვებენ.

სამაგიეროდ, გუნდში მისი მიყვანილი არ არის 27 წლის თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესი, რომლის გაყიდვა მაგათს ზაფხულშიც უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან გერმანიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელში ფელიქსისთვის მისაღები თანხა არავინ გადაიხადა. შედეგად, მან პატრიკი გუნდში დატოვა და კიდევ ერთხელ შეეცადა მისგან კარგი გოლეადორის გამოძერწვას, მაგრამ ჰელმესს საშველი არ დაადგა - ყოველ შემთხვევაში, მაგათის ხელში მას ძველებური ფორმის დაბრუნება აშკარად არ უწერია. დიდი ხანია, რაც პატრიკი გერმანიის ნაკრებშიც აღარ მიუწვევიათ.

„ბილდის“ მიმომხილველთა ღრმა რწმენით, „ვოლფსბურგში“ მომავალი არც 22 სამხრეთ კორეელ ია-ჩეოლ კოოს, 20 წლის ვენესუელელ იოჰანდრი ოროსკოს და 21 წლის პოლონელ მატეუშ კლიხს აქვთ. ამრიგად, ფელიქსი ზამთარში ექვსი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და უკვე შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ მინიმუმ ამდენივე ახალ მოთამაშეს შეიძენს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა